Google-მა სამუშაო ადგილების საძიებო სისტემა Google for Jobs შექმნა. კომპანიის ინფორმაციით, სისტემაში ინფორმაცია ვაკანსიებზე განთავსდება, რომლებსაც GlassDoor-ი, LinkedIn-ი, Monster-ი და სხვა მსგავსი საძიებო სისტემები ათავსებენ.
Google-ის ახალ სისტემაში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაახარისხონ ვაკანსიები თანამდებობის, სამუშაოს ხანგრძლივობის, ადგილმდებარეობისა და სხვა სასურველი პარამეტრების მიხედვით.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა ვებგვერდზე განთავსებულ ერთსა და იმავე განცხადებას გაცხრილავს, რაც კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით სამუშაოს მაძიებლებს დროს დაუზოგავს.