ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

GFF Awards – გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

საქართველოს 2024 წლის კაცი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. ნომინაციის გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ საღამო GFF Awards-ზე სასტუმრო „პულმანში“ დაასახელეს.

GFF Awards 2024

2024 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი:გამარჯვებული – გიორგი მამარდაშვილი.

ნომინანტები – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნომინაციაში გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა. სამეულს შესაბამისი ქულები (5, 3, 1 ქულა) რიგითობის პრინციპით მიენიჭა. ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ:ვეტერანი ფეხბურთელები – 38 ხმა

ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – 27 ხმა

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება – 11 ხმა

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია – 20 ხმა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარია ზახაროვა – რუსეთის პოზიციების ფორმირება ხდება არა საზღვარგარეთ რაღაც შეთანხმებების ხარჯზე ან რომელიღაც მხარეების ძალისხმევით, არამედ რუსეთის ფედერაციის შიგნით

აშშ-სა და უკრაინას შორის ქალაქ ჯიდაში 11 მარტს გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.როგორც უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვის პოზიციის ფორმირება საზღვარგარეთ ვერ მოხდება და მთავარ სიახლეებს რუსეთიდან უნდა ელოდონ.„რუსეთის ფედერაციის პოზიციების ფორმირება ხდება არა საზღვარგარეთ რაღაც შეთანხმებების ხარჯზე ან რომელიღაც მხარეების ძალისხმევით, არამედ რუსეთის პოზიციის ფორმირება რუსეთის ფედერაციის შიგნით ხდება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.აღსანიშნავია, რომ 11 მარტს ქალაქ ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე, უკრაინა 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას დათანხმდა, იმ შემთხვევაში თუ ანალოგიურ გადაწყვეტილებას კრემლიც მიიღებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი უკრაინის ამ პოზიციას მოსკოვს გააცნობს და თანხმობის იმედს გამოთქვამს.

პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე: სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი - თეიმურაზ ჯანაშია, რომლის ქმედებაც ნაცვლად გაფლანგვისა, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. „დოქტორ დოტ“-ი მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა.ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავენების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა.კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 მილიონ ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის:კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 700 000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქ.ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი; თინა ბოკუჩავასთვის “IPhone”-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი; სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის - ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი; ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის - სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია - 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი; მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების - გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი; მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი; შვილისთვის - ედუარდ სააკაშვილისთვის „IPhone“-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის - 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად - 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 000 ლარამდე და სხვ.თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას, მისი ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა შეფასდა, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.საქართველოს პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორ სისხლის სამართლის საქმეზე - სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტებზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული საქმეები განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და დაადგინა, რომ მართლმსაჯულება იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად ბრალდებულის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე - საზღვრის უკანონო კვეთის და „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

9 წელი მიესაჯა სააკაშვილს – მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებსა და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა...

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ელიტური კორუფციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ქადაგიძის თქმით, მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებსა და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ.„9 წელი მიესაჯა სააკაშვილს.მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებს და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ. ასე რომ, მთელი ამისი საგვარეულო მადლობას უნდა უხდიდეს "ქართულ ოცნებას", 2012 წლამდელი შეკრებითობის პრინციპით, რომ არ მიესაჯა.ხოლო მსჯავრის მოხდის ადგილი, გაუმართლებელი და აბსოლუტურად უსამართლო.გადაათრიეთ იქ, სადაც სამართლიანად ეკუთვნის,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

გოგა ხაინდრავა მარტა კოსს: ევროკომისარო! გთხოვთ! დაუბრუნდით ევროპულ გზას! მოუსმინეთ ალავიტების და ქრისტიანების გოდებას! შეხედეთ გაუპატიურებულ ნაწამებ და დახოცილ სირიელებს!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სირიაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ევროკომისარ მარტა კოსს მიმართავს.„გთხოვთ დაუბრუნდით ევროპულ გზას! მოუსმინეთ ხალხს! - მარტა კოსი.ევროკომისარო! გთხოვთ! დაუბრუნდით ევროპულ გზას! მოუსმინეთ ალავიტების და ქრისტიანების გოდებას! შეხედეთ გაუპატიურებულ ნაწამებ და დახოცილ სირიელებს! ნუ თანამშრომლობთ ტერორისტებთან! არა ძალადობას!", - წერს გოგა ხანდრავა.

პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე: თინა ბოკუჩავასთვის ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი

ბოლო სიახლეები