Edison Research: გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

Read Time:25 Second

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 57% ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისთვის, ხოლო 43% ამის წინააღმდეგია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
100 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება მზად იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
Next post გურამ მაჭარაშვილი: “ხალხის ძალამ” პოლიტიკაში ახალი წესები დავამკვიდრეთ, სადაც ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელებით რომელიმე უცხო სახელმწიფო თავის ინტერესებს ვერ გაატარებს