DailyMail-ი ცნობით ტაილანდელ გოგონებს ვალენტინობის დღეს ჯადოსნური ვიტამინები დაურიგეს

Read Time:19 Second

ვალენტინობის დღე ტაილანდში ორიგინალურად აღნიშნეს. ხელისუფლებამ 20-დან 34 წლამდე ასაკის ქალბატონებს ე.წ. ჯადოსნური ვიტამინები დაურიგა. ინფორმაციას   DailyMail-ი ავრცელებს.

ტაბლეტები ფოლიუმის მჟავასა და რკინას შეიცავს და როგორც ხელისუფლება ირწმუნება, მათი მიღება შობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ჯადოსნური ვიტამინების შესაძენად ტაილანდის ხელისუფლებამ 1 მილიონი ბატი დახარჯა, რაც 28 600 დოლარის ეკვივალენტია. ტაილანდი დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. 2015 წელს შობადობის ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში მხოლოდ 0,4 პროცენტია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის დაზვერვა უკრაინაში ვადამდელ არჩევნებს პროგნოზირებს
Next post ოპოზიცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენეტს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს