ვალენტინობის დღე ტაილანდში ორიგინალურად აღნიშნეს. ხელისუფლებამ 20-დან 34 წლამდე ასაკის ქალბატონებს ე.წ. ჯადოსნური ვიტამინები დაურიგა. ინფორმაციას DailyMail-ი ავრცელებს.
ტაბლეტები ფოლიუმის მჟავასა და რკინას შეიცავს და როგორც ხელისუფლება ირწმუნება, მათი მიღება შობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ჯადოსნური ვიტამინების შესაძენად ტაილანდის ხელისუფლებამ 1 მილიონი ბატი დახარჯა, რაც 28 600 დოლარის ეკვივალენტია. ტაილანდი დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. 2015 წელს შობადობის ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში მხოლოდ 0,4 პროცენტია.