შაბათი, სექტემბერი 19, 2026

DailyMail-ი ცნობით ტაილანდელ გოგონებს ვალენტინობის დღეს ჯადოსნური ვიტამინები დაურიგეს

ვალენტინობის დღე ტაილანდში ორიგინალურად აღნიშნეს. ხელისუფლებამ 20-დან 34 წლამდე ასაკის ქალბატონებს ე.წ. ჯადოსნური ვიტამინები დაურიგა. ინფორმაციას   DailyMail-ი ავრცელებს.

ტაბლეტები ფოლიუმის მჟავასა და რკინას შეიცავს და როგორც ხელისუფლება ირწმუნება, მათი მიღება შობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ჯადოსნური ვიტამინების შესაძენად ტაილანდის ხელისუფლებამ 1 მილიონი ბატი დახარჯა, რაც 28 600 დოლარის ეკვივალენტია. ტაილანდი დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. 2015 წელს შობადობის ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში მხოლოდ 0,4 პროცენტია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და, შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ

ქართული FARA ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებას ემსახურება და თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ. მან მედიასთან საუბრისას ახსნა, თუ რატომ დუმს რადიკალური ოპოზიცია და არ ხმაურობს იმის გამო, რომ აშშ FARA-ს გამკაცრებას აპირებს.ზურაბ ქადაგიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული კანონმდებლობა ამოქმედდა, ოპოზიციას შეეზღუდა წვდომა ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიის დასაფინანსებლად გამოყოფილ „შავ ფულზე“. დაფინანსების გარეშე კი, დეპუტატის თქმით, რადიკალები არაფერს აკეთებენ.„ძალიან სწორად იმოქმედა გამჭვირვალობის კუთხით შექმნილმა ქართულმა კანონმდებლობამ, რადგან უკონტროლო „შავი ფული“ ქვეყანაში ვეღარ შემოდის. შესაბამისად, გარკვეული რადიკალი აქტივისტები ამ გზით ვეღარ ფინანსდებიან და ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვერ აწარმოებენ.ამ მიმართულებით საზოგადოებისთვისაც ნათელი გახდა ბევრი რამ, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონმდებლობის მიღება იყო აუცილებელი. ჩვენ უკვე გავიარეთ იმ შავი ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შექმნილი ერთგვარი ტურბულენტობის ეტაპი, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. ახლა აშკარაა, რომ ქართულმა FARA-მ იმუშავა და კამპანიური ხასიათის აქტივიზმი ქვეყანაში აღარ არსებობს“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.მანვე აღნიშნა ისიც, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ამოქმედდა სხვადასხვა კამპანია, რაც საფუძველს მოკლებულია. „ათასნაირი კლიშე მოიფიქრეს არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რათა ადამიანების ცნობიერებაზე მოეხდინათ გავლენა და დეზინფორმაციული ნარატივი ჩაენერგათ მოწყვლად ჯგუფებში. ჩვენთვის მთავარია, ადამიანი იყოს ინფორმირებული და იცოდეს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. როდესაც მიმდინარეობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით კამპანიური პროცესი, პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, საზოგადოებას განვუმარტოთ საკითხი. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საფუძველი იმისთვის, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, ინფორმაცია მიიღოს და შემდეგ თავად გამოიტანოს დასკვნა, რა არის პროპაგანდა, აგიტაცია და უცხოური ინტერვენცია შიდა პოლიტიკურ პროცესებში.მტკნარი სიცრუეა იმის მტკიცება, რომ ამ კანონით საზოგადოებაზე წნეხი განხორციელდა. ამერიკისგან განსხვავებით, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ამ კანონის შესაბამისად ვინმე დაეჭირათ, დაესაჯათ, დაეხურათ ორგანიზაციები ან ვინმესთვის ხელი შეეშალათ საქმიანობის განხორციელებაში. იდეაში, ქართული კანონი ამერიკულ FARA-სთან შედარებით ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებას ემსახურება და, თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა – ბათუმი-ქუთაისის მატარებელი შეფერხდა

ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ჩაქვის სადგურში დაბრუნდა.მატარებელი ციხისძირის ტერიტორიაზე მეწყრის ჩამოწოლის გამო ნახევარ საათზე მეტხანს იყო გაჩერებული, რის შემდეგაც ჩაქვის სადგურში დაბრუნდა.მომხდარის გამო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. 

კახა კალაძე – მძიმეა, როცა სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ადამიანის მიზანმიმართული ბულინგი და შეურაცხყოფა, ნახეთ, რომ გერმანიაში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ასეთ ფაქტებს ყველგან აქვს...

როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში, შეურაცხმყოფელი ფეისბუქპოსტისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.მისი თქმით, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებთან ბრძოლა დაიწყო, ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად წარმოაჩინეს.„ზოგადად, სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისევე, როგორც საქართველოში სამწუხარო რეალობად იქცა ის, რომ სოციალურ ქსელში ქვეყნდება განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტიპის განცხადებები, მესიჯები, მიმდინარეობს ბულინგი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ როდესაც ამასთან ბრძოლა დავიწყეთ, გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა – ეს შეაფასეს, თითქოს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ვიყავით, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია, არანაირად შეზღუდული არ არის, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების, კანონის ფარგლებში და არა შეურაცხყოფის მიყენებითა და ბილწსიტყვაობით. თქვენ ნახეთ, რომ ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან ძალიან მძიმეა, როდესაც სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ადამიანის მიზანმიმართული ბულინგი და შეურაცხყოფა. ასეთ ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.ცნობისთვის, აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გერმანიაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია. მოგვიანებით, გერმანიაში მცხოვრებმა, გიორგი ჩუბინიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფერაძეს შეურაცხმყოფელი ფეისბუქპოსტისთვის მან უჩივლა.

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გარდაიცვალა.პაატა ნაცვლიშვილი წლების განმავლობაში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და ქართული მედიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში კოლეგები, მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან და სამძიმარს უცხადებენ ოჯახსა და ახლობლებს.

ლორდ სპენსერის შოკისმომგვრელი მემუარები – რა უთხრა ჩარლზმა დიანას ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ

ლორდ ჩარლზ სპენსერის, პრინცესა დიანას ძმის, მემუარების წიგნმა მისი უფროსი ვაჟი, პრინცესა უილიამი და მეფე ჩარლზ III განარისხა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.პრინცი უილიამი ათწლეულების განმავლობაში მოუწოდებდა ყველას, დიანას ხსოვნისთვის პატივი ეცათ, რის გამოც, ინსაიდერების ცნობით, იგი განსაკუთრებით გულნატკენია ნათესავის ღალატით. გამოცემის ინფორმაციით, უილიამი ძალიან გაბრაზებულია, თუმცა კენსინგტონის სასახლე ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ვითარებას განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენს ის გარემოება, რომ დიანას საფლავი სპენსერების საგვარეულო მამულში, ოლთორპში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედის ხსოვნისთვის პატივის მიგების მიზნით უილიამს დიანას ძმასთან ურთიერთობა მოუწევს.მეფე ჩარლზ III-ის რისხვის გადმოცემა, როგორც ჟურნალისტი რებეკა ინგლიში ამტკიცებს, სიტყვებით შეუძლებელია. ამის მიზეზი გახდა წიგნიდან ფრაგმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ დიანას სასიკვდილო ავარიიდან მალევე, მეფემ (იმ პერიოდში ჯერ კიდევ პრინცმა ჩარლზმა) სატელეფონო საუბარში თითქოსდა უთხრა მას: „მას მალე დავივიწყებთ“. სასახლემ მემუარებიდან ამ ამონარიდის გამოქვეყნებიდან 90 წუთში მოახდინა რეაგირება და განცხადება გაავრცელა, რომელიც, მიმომხილველების აზრით, ლორდ სპენსერის რეპუტაციისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მის უდიდებულესობას ახსოვს, რომ ძმის მწუხარებამ შესაძლოა ადამიანს დაუბინდოს  გონება, იმოქმედოს განსჯის უნარსა და დაამახინჯოს მეხსიერება ასეთი დანაკარგის შემდეგ მრავალი წლის გასვლის შემდეგაც კი“.მეფის ყოფილმა პრესმდივანმა ჯულიან პეინმა BBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩარლზ III-ისგან მსგავსი არაფერი სმენია. მონარქის მეგობრები აღნიშნავენ, რომ სწორედ ჩარლზი მოითხოვდა ყოფილი მეუღლის ცხედრის პარიზიდან სამშობლოში გადმოსვენებას და შესაბამისი ფორმით დაკრძალვის ჩატარებას, რის გამოც დიანას „დავიწყების“ სურვილის შესახებ ბრალდებები მათთვის ლოგიკას მოკლებულია.წყაროს ცნობით, თავად ლორდ სპენსერი, როგორც ისტორიკოსი, ყოველთვის გამოირჩეოდა დეტალური დღიურების წარმოების ჩვევით, რაც მის ვერსიას დამატებით წონას სძენს. ამავდროულად, იმის შემოწმება, თუ რა ითქვა სინამდვილეში იმ საუბარში, უკვე შეუძლებელია.

ბოლო სიახლეები