CNN: რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან შეკავების მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტის დაწესებას განიხილავს

Read Time:39 Second

რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან შეკავების მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტის დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, სანქციები პუტინის ახლო გარემოცვას, ენერგომწარმოებლებსა და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან (საერთაშორისო გადახდის სისტემა) გათიშვას შეიძლება შეეხოს.

ოფიციალური წყაროების განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება ახალი სანქციების გამოყენების შესახებ ჯერ არ არის მიღებული და ამჟამად ბაიდენის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპელ პარტნიორებთან მოქმედების კოორდინაციის მიზნით.

ახალი სანქციები ასევე შეიძლება შეეხოს რუსულ ბანკებსა და რუსეთის სუვერენულ ვალს.

ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ასევე სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს რუსეთის ენერგომწარმოებლებისთვის სავალო ვალდებულებების ბაზრებზე წვდომაზე უარის თქმის შესახებ.

„სანქციების საკმაოდ აგრესიული პაკეტი შევადგინეთ და გავაფრთხილეთ რუსეთი, რომ თუ ის უკრაინაში შეიჭრება, აშშ და ევროპა ყველაზე მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებენ, რაც კი ოდესმე დაწესებულა რომელიმე ქვეყნისთვის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიღმა“, – განაცხადა წყარომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის,“ – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
Next post სოფელ მუკუზანში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას 87 წლის ქალი ემსხვერპლა