CNN: პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის უბაჟო იმპორტის გახანგრძლივებას ითვალისწინებს

Read Time:43 Second

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰენრიკ კოვალჩიკმა თანამდებობა დატოვა ევროკომისიის გადაწყვეტილების პროექტის გამო, რომელიც უკრაინიდან წევრ ქვეყნებში მარცვლეულის უბაჟო და უკვოტო იმპორტის 2024 წლის ივნისამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ვინაიდან ცხადია, რომ ფერმერების ძირითად პოსტულატს ევროკომისია არ დააკმაყოფილებს, მე მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის თანამდებობა“, – ნათქვამია კოვალჩიკის განცხადებაში.

უკრაინის მეზობელ ქვეყნებში ფერმერებმა, მათ შორის პოლონეთში, შეშფოთება გამოთქვეს მარცვლეულის ფასებზე უკრაინული მარცვლეულის იმპორტის გაზრდის გამო.

გასულ კვირას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, გამოიყენონ „ყველა ინსტრუმენტი“ უკრაინის მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის შემოდინების „გავლენის შესაზღუდად“.

კოვალჩიკის თქმით, პოლონეთის მთავრობამ – სლოვაკეთის, რუმინეთის, უნგრეთის და ბულგარეთის მთავრობებთან ერთად – წარუდგინა მოთხოვნა ევროკომისიას „გააქტიურებულიყო დაცვის მუხლი უკრაინიდან მარცვლეულის უბაჟო და უკვოტო იმპორტის სფეროში“.

„თუმცა, ევროკომისიამ გამოაქვეყნა უკრაინიდან მარცვლეულის უბაჟო და უკვოტო იმპორტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პროექტი, რომელიც გავრცელდება 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის 5 ივნისამდე“, – განაცხადა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა და ადეიშვილმა აქციეს სასამართლო სისტემა რეპრესიულ მექანიზმად. ბიზნესის რეკეტისა და ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყო ქცეული სასამართლო. ერთი ადამიანი გახსოვთ დასანქცირებული მაშინ?
Next post ენტონი ბლინკენი – ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააძლიერონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა