C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98 % დაავადებისგან განიკურნა

Read Time:29 Second

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა, საიდანაც განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. ინფორმაციას ipn-ი ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან ინტერვიუს შემდეგ ავრცელებს.

”მომავალი სამი წლის განმავლობაში უნდა შემოწმდეს დაახლოებით მილიონ 800 ათასი ადამიანი. ეს არის უნიკალური შანსი, რადგან C ჰეპატიტის მკურნალობა გახლავთ ბოლო წლებში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა. ის გახდა განკურნებადი დაავადება. ამ შანსით საქართველოს მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს. არაფერია სასირცხვილო. თუ არ იცით თქვენი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში, მიბრძანდით, ტესტირებაც და მკურნალობაც არის უფასო. მოვუწოდებ მოსახლეობას, ისარგებლეთ ამ შანსით”, – ამბობს ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მერია სამშენებლო ხარისხის გასაკონტროლებლად ახალ რეგულაციებს შეიმუშავებს
Next post სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა