Bloomberg: საქართველოს მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა

Read Time:46 Second
საქართველოს მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
როგორც ავტორი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის ,,ქართულმა ოცნებამ” კვირას, დღის ბოლოსთვის დათვლილი ხმების 48.1% მიიღო და არჩევნებში მესამედ გაიმარჯვა მთავარ ოპოზიციურ ბლოკზე, რომელმაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.
,,საქართველოს უმდიდრესი ადამიანის მიერ დაარსებულმა მმართველმა პარტიამ შაბათის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის პროტესტის ფონზე. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ,,ქართულმა ოცნებამ” კვირას, დღის ბოლოსთვის დათვლილი ხმების 48.1% მიიღო და არჩევნებში მესამედ გაიმარჯვა მთავარ ოპოზიციურ ბლოკზე, რომელმაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა. ივანიშვილმა ქართული ოცნება 2012 წელს დააარსა, რათა დაპირისპირებოდა სააკაშვილს, ვარდების რევოლუციის ლიდერს, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება 2013 წელს მისი პრეზიდენტობის დამთავრების შემდეგ, რადგან, მისი მხრიდან უარყოფის მიუხედავად, მთავრობამ იგი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა”, – წერს Blomberg-ი.
https://www.bloomberg.com/news/articles/2020-11-01/georgia-s-ruling-party-claims-victory-in-parliamentary-elections?fbclid=IwAR19ToldG7uAyoNvoOoFF70x7u-A9t6oTQ4gqsiHoWtYhm9pGkKYh8GQglg

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედება ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადაიდო
Next post კახაბერ კუჭავა: „ოპოზიციას არ სურს პასუხი გასცეს ეუთო/ოდირის, ევროპის საბჭოს და სხვა დამკვირვებლების დასკვნებს, თუმცა როდესაც ჭირდებოდათ, კარგად იყენებდნენ მათ არგუმენტებს“