Bloomberg: აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეები განრისხებულნი არიან ჯო ბაიდენის მიერ რუსეთისთვის გაკეთებული წინადადებით

Read Time:38 Second

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კრიტიკულად გამოეხმაურნენ ჯო ბაიდენის წინადადებას, რომ ნატოს რამდენიმე მოკავშირე ალიანსთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც Bloomberg-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რეგიონის ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობა განრისხებულია და განმარტებას ითხოვს იმის შესახებ, თუ რას გეგმავს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

კიდევ ერთი დიპლომატიური წყარო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან იმით, თუ რა დათმობები შეიძლება მოჰყვეს ნატოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს პოლიტიკური გარანტიების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ოფიციალურ გამოხმაურებებს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს სიტყვა იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს ან არ გახდეს ნატოს წევრი.

„მოსკოვის ყველაზე დიდი სურვილი ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფაა. ჩვენ გვახსოვს ასეთი მომენტები საკუთარი ისტორიიდან და არანაირად არ ვართ გულუბრყვილო ამ საკითხში“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანუკა ჟორჟოლიანი: გაუმარჯოს ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას – გულით ვულოცავ ბოროტების დაჯგუფების დატოვებას
Next post ივანე ჩხაიძე – ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, მწვანე პასპორტში ვადის განსაზღვრის საკითხია