ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ანტიდეპრესანტები ეფექტურია. სფეროს სპეციალისტების აზრით, კვლევა, რომელიც სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა გაკვეულწილად ამ თემის ირგვლივ სხადასხვა მოსაზრებას აბათილებს. ამის შესახებ BBC წერს.
კვლევის დროს მეცნიერებმა 21 ანტიდეპრესანტი, 522 კვლევაზე დაყრდნობით შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ანტიდეპრესანტები მეტად ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ნივთიერება პლაცებო (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის სახით იყენებენ).
2016 წელს ბრიტანელმა მედიკოსებმა პაციენტებს 64.7 მილიონი ანტიდეპრესანტი გამოუწერეს, რაც 2006 წლის მონაცემებთან შედარებით გაორმაგებულია.