BBC ცნობით პარიზში მდინარე სენაზე წყლის სიმაღლემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

Read Time:25 Second

პარიზში მდინარე სენაზე წყლის სიმღლემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. საფრანგეთის დედაქალაქში წყლის დონემ 4 მეტრს გადააჭარბა.
სტიქიური უბედურების გამო პარიზიდან 1,500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ელექტროენერგიის გარეშე ასეულობით ადამიანია დარჩენილი. 5 თებერვლამდე დახურულია შვიდი სარკინიგზო ხაზი. მდინარეზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია. ნაწილობრივ შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილებაც. არ ფუნქციონირებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი.

მანამდე ლუვრის შემოგარენში წყალდიდობის საშიშროების გამო მუზეუმის ადმინისტრაციამ რამდენიმე დარბაზი დახურა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  მუზეუმი დამთვალიერებლებს შენობის პირველ სართულზე განთავსებულ ისლამური ხელოვნების დარბაზებში ამ დრომდე არ იღებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში 420 დევნილ ოჯახს გაზიფიცირების პრობლემა მოუგვარდება
Next post გიორგი ვოლსკი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა