Apple-ი უფასოდ შეაკეთებს iPhone 7-ს, რომლებსაც ქსელთან დაკავშირებული პრობლემა (No Service) ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაცია კორპორაციის ვებგვერდზე გავრცელდა.
როგორც Apple-ში განმარტავენ, საუბარია იმ სმარტფონებზე, რომლებიც 2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე გამოვიდა და ჩინეთში, იაპონიაში, აშშ-სა და ჰონგკონგში იყიდება.
მომხმარებლებმა, რომლებმაც ქსელთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად ფული გადაიხადეს, შეუძლიათ კომპანიას დაუკავშირდნენ, სადაც მათ თანხას აუნაზღაურებენ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Apple-მა მეორადი iPhone 7-ი და 7 Plus-ის გაყიდვა დაიწყო.