თბილისის მერია – თბილისში „ქარშეარინგის“ სერვისი ინერგება
კომპანია Aicar-ი თბილისში ე.წ. ქარშეარინგის სერვისის დანერგვას გეგმავს. თბილისის მერია პროექტს მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიზნით, პირველ ეტაპზე, დედაქალაქში 300 ელექტრომობილი შემოვა, სერვისის საფასური კი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„ჩვენ დაგპირდით, რომ 2019 წელი სიახლეებით სავსე იქნებოდა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ევროპის განვითარებულ ქალაქებს შევუერთდეთ. ყველა ევროპულ ქალაქში არის ე.წ.ქარშეარინგი, ანუ ხდება ავტომობილების გაზიარება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ავტომობილით, რომელიც ქალაქში სხვადასხვა ადგილასაა გაჩერებული. ამ ავტომობილით სარგებლობა ადამიანს მისთვის სასურველი დროით, გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში შეუძლია. პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საუბარი გვქონდა სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი ბიზნესჯგუფი, რომელიც აღნიშნული პროექტით დაინტერესდა, უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით დიდ პრეზენტაციას წარმოგვიდგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული სერვისი დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
თბილისის მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე, თბილისში სამი მოდელის – Nissan, Renault, Smart ავტომობილები შემოვა; შემოსული 300 ელექტრომობილი, სხვადასხვა ადგილზე განთავსდება, დროთა განმავლობაში კი მათი რაოდენობა გაიზრდება; სერვისით სარგებლობა მომხმარებელს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლება, რომელსაც საკუთარ ტელეფონში გადმოწერს; აპლიკაციის საშუალებით, ასევე, შესაძლებელი იქნება სასურველი ავტომობილის დაჯავშნა, მისი გაღება და დაძვრა.
„რაც მთავარია, ამ ავტომობილების ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, სერვისის ფარგლებში, ქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მანქანის დამუხტვა. სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე იქნება შესაძლებელი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...