პარასკევი, მაისი 9, 2025

იაგო ხვიჩია – ვინც არ აიღო საბიუჯეტო ფული, სხვა ფულით აქვს გადაზღვეული, რომელიც საიდან მოდის, კაციშვილმა არ იცის, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი მგონი, მანდატებზე უარის თქმასაც არ აპირებენ

კი, ჩვენ დღესაც ამ აზრზე ვართ, – ასე უპასუხა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანგებო ეთერის წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა „გირჩი“ დღეს იგივე პოზიციაზე, როგორც ადრე განაცხადა, რომ არ აიღონ საბიუჯეტო დაფინანსება, თუ ბარიერ გადალახული ოთხი პარტია დაფინანსების მიღებაზე უარს იტყვის და დაწერენ, რომ არ იღებენ ფულს და არ ცნობენ არჩევნებს.

„ჩვენ ამას ვსაუბრობდით, თუ მიდიხართ ბოიკოტზე, ზოგადად, ბოიკოტი არის ასეთი. მარტო ეს არ არის მანდ ყველაზე მნიშვნელოვანი მართლა ბოიკოტისთვის, ამაზე მნიშვნელოვანი ასევე არის, მონაწილეობენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ თავიდანვე ნაკლებად გვჯეროდა, რომ ასეთი რაღაც აქ იქნებოდა მიღწეული და ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს შედეგიც დადგა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩი“ საბიუჯეტო თანხას არც იღებს.

„ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ პირადად არც ვიღებთ საბიუჯეტო ფულს. „გირჩის“ აქციონერებზე თანაბრად ნაწილდება, ზოგი გვწირავს და ზოგს გააქვს ეს ფული საერთოდ, მაგრამ ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში გვქონდა აღებული რაღაცნაირად თანხმობა ამ ჩვენი აქციონერებისგან, რომ უარი გვეთქვა მთლიანად ამ პროცესზე, თუ დანარჩენებიც უარს იტყოდნენ. დანარჩენ შემთხვევაში დავინახეთ, რომ ნიკა გვარამიამ დარწმუნებული ვარ, იმ თანხებიდან დააზღვია ეს ფული, რომელიც ზუსტად ისე იშოვა, როგორც წინასაარჩევნოდ რამდენიმე, შეიძლება, ათეული მილიონიც იშოვა. შესაბამისად, მე მგონი, ყველაფერი ცხადია. ვინც არ აიღო ეს ფული, არ აიღო იმის გამო, რომ სხვა ფულით აქვს გადაზღვეული, რომელიც საიდან მოდის, კაციშვილმა არ იცის, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი არც აპირებენ უარის თქმას. მე მგონი, მანდატებზე უარის თქმასაც არ აპირებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში – კობა კობალაძე

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს„ერთია ფაქტი - მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, - განაცხადა კობალაძემ.

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ბოლო სიახლეები