კვირა, აპრილი 5, 2026

ეუთო-ს წარმომადგენლები – ადამიანის უფლებათა კომიტეტის ლიდერები მხარს უჭერენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის მოწოდებას, ყველა მხარე ჩაერთოს დიალოგში

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისა და ძალადობის შესახებ ცნობების ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტუჩკოვა კომიტეტის თანამომხსენებელთან, კარინა ოდებრინკთან ერთად კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცავს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ შექმნილი ვითარებით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ცნობები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ, რომლებიც იყენებენ თავიანთ ფუნდამენტურ უფლებებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ცნობებით მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ, ასევე ოპოზიციური ხმებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული ძალადობისა და დევნის გამო. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, როგორც ეს ნათქვამია ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამის პუნქტებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალის გადამეტებული და განურჩეველი გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავების მხრიდან წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას.

„ჩვენ მტკიცედ ვიმეორებთ, რომ ძალის გადამეტებული და განურჩეველი გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცველების მხრიდან წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამართალდამცავმა ორგანომ პატივს სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად გამოიძიოს ნებისმიერი ინციდენტი და ბრალდება აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალის ან არასათანადო ქმედებების შესახებ, როგორც ამას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს, ჩვენ ვიზიარებთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედებისა და საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ. ჩვენ ასევე სრულად ვუჭერთ მხარს ეუთო-ს „ტროიკის“ – მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის 13 დეკემბრის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტი და გამოცდილება, რომელთა შეთავაზებაც ეუთო-სა და მისი ინსტიტუტებს შეუძლიათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის ლიდერები მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ლუიშ გრასას მოწოდებას, რომ ყველა მხარე ჩაერთოს კონსტრუქციულ და ღია დიალოგში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – უნგრეთმა აქამდე არსებული ყველა კრიზისი დაძლია, მომავალი ევროპას ძლიერ დარტყმას მიაყენებს, ენერგიის გარეშე ეკონომიკა არ იქნება, დროა, სწორად დავსახოთ პრიორიტეტები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთმა მის წინაშე არსებული ყველა კრიზისი დაძლია.მისივე თქმით, ევროპა ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ენერგორესურსების გარეშე ეკონომიკა ვერ იფუნქციონირებს.ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ენერგორესურსები ნებისმიერი ადგილიდან უნდა მიიღოს.„ჩვენ გვქონდა ფინანსური, მიგრაციის და ენერგეტიკული კრიზისი ერთდროულად. მათგან თავის დაცვა წარმატებით მოვახერხეთ. უნგრეთმა აქამდე ყველა კრიზისი დაძლია. მომავალი ევროპას ძლიერ დარტყმას მიაყენებს. ენერგიის გარეშე ეკონომიკა არ იქნება. ფუნქციონირებადი ეკონომიკის გარეშე ყველაფერი რისკის ქვეშაა. ევროპას ენერგია სჭირდება, ნებისმიერი ადგილიდან. დროა, ჩვენი პრიორიტეტები სწორად დავსახოთ“, –  აცხადებს ვიქტორ ორბანი.

როცა რესურსი გვაქვს, მაგრამ ენერგოდამოკიდებულები ვართ -ირანის ელჩი რეგიონულ კრიზისზე და გამოსავალზე

,,წუხელ ყურადღებით ვუყურე გადაცემას „ღია ეთერი“, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე, საუბრობდა. მდგომარეობა, რომელიც მან საქართველოზე საუბრისას აღწერა, ძალიან ჰგავს რეგიონის არაერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ვითარებას. ჩვენი რეგიონის ქვეყნები დგანან ენერგეტიკული დამოკიდებულების წინაშე (ელექტროენერგია, გაზი და წიაღისეული საწვავები), მაშინ როცა შესაბამისი რესურსებიც გაგვაჩნია. ეს რეგიონული განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს კოლექტიურ ძალისხმევას ორი ძირითადი დაბრკოლება ეღობება: პირველი — კლიმატის ცვლილება; მეორე — გეოპოლიტიკური ზემოქმედება, რომელიც გამოწვეულია ჩვენზე თავსმოხვეული ომებით ან დაწესებული სანქციებით. რაში მდგომარეობს ამ პრობლემის გადაჭრა? რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელების შექმნაში (ენერგიისა და წყლის მილსადენები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სატელეკომუნიკაციო ქსელები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ავტომაგისტრალები და სარკინიგზო კავშირები). ამ ქსელებისა და ინფრასტრუქტურის დაკავშირებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის რესურსების მართვის ეროვნულ კომისიების შორის რეგულარული და უწყვეტი თანამშრომლობა, ასევე ენერგორესურსების სამართლიანი ტარიფირება. ამ გზით შესაძლებელია ენერგეტიკული კრიზისების პრევენცია და იმ პერიოდებში, როდესაც ერთ ქვეყანაში მოთხოვნა დაბალია, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ჭარბი რესურსების ზუსტი ტარიფირების საფუძველზე იმ ქსელებში ინტეგრირება, რომლებიც აკავშირებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, ირანის, ერაყისა და თურქეთის ქვეყნებს რუსეთთან და ევროპასთან. ეს რეგიონულ ეკონომიკაზე დაფუძნებული მოდელი შეიძლება გახდეს ევროპისა და აზიის მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის საფუძველი. ერთი სიტყვით, ყველას გვჭირდება დიალოგი აზია-ევროპის ენერგეტიკული კავშირის შესაქმნელად და ამ საერთო გზაზე შუა დერეფანი შეიძლება იყოს ამ კონტაქტისა და კავშირის მთავარი წერტილი''-წერს ირანის ელჩი სოციალურ მედიაში.

ვნების შვიდეული დაიწყო – რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ ვნების შვიდეულის მნიშვნელობის შესახებ სტატიას აქვეყნებს.„ვნების შვიდეული ეწოდება  დიდმარხვის ბოლო კვირას იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმიდა ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.ბ) დიდი ხუთშაბათიამ კვირაშიც, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. „დიდი ხუთშაბათი“, ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა, დააწესა ზიარების საიდუმლო (ლუკა 22, 8-20). ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. ტრადიციულად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამ დღეს მორწმუნეებს თვით ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზიარებს ხოლმე.ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფეხთბანის რიტუალი. კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს (იოანე 13, 4-10).დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო...“ აღარ იკითხება.გ) დიდი პარასკევიდიდი პარასკევი (წითელი პარასკევი) ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფალს მარადიულობასთან შეხების საოცარი განცდა ეუფლება. ეს გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მიცვალებული მთელ ერს ეკუთვნოდა. ასეთ დროს ამაო საგნებზე ფიქრიც კი უხერხულია. ჩვენ კი, ქრისტიანებს, გვენიჭება დიადი უფლება, არ მივატოვოთ ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მენელსაცხებლე დედებთან, წმიდა იოანე მახარებელთან და თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიყოთ მისი ჭირისუფალნი.ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმიდად უნდა გავატაროთ, მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოვერიდოთ ურთიერთობებს, სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი.ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზე უარიც კი ვთქვათ, ან მცირედ წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში.დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. „გარდამოხსნის გადმოსვენება“ - იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი.საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება“, ანუ ყველა ის ადგილი სახარებაში, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე.სასურველია, რომ ქრისტიანი ორივე რიტუალს დაესწროს.დ) დიდი შაბათივნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც „დიდ შაბათს“ ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.ვეცადოთ უფალთან ერთად ვეცვათ ჯვარს და მასთან ვცხონდეთ, რათა ისევე ბრწყინვალედ აღვდგეთ მკვდრეთით, როგორც აღდგა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ! ვნების შვიდეულის პირველი დღე - დიდი ორშაბათი, ეძღვნება ბიბლიური იოსების ხსოვნას. იოსების ცხოვრება არის წინასახე მაცხოვრის ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულისა. იოსების ცხოვრებაში იყო დამცირებაც და განდიდებაც. ასევე იყო იესო ქრისტეს ცხოვრებაც: თავდაპირველად დამცირება, წამება, სიკვდილი, დაფლვა, შემდეგ კი - აღდგომა, ამაღლება და განდიდება. იოსები განსაკუთრებით უყვარდა თავის მამას - იაკობს, მაცხოვარი არის ზეციური მამის საყვარელი ძე: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (მათე 3, 4). იოსები ცხოვრობს ძმებთან ერთად, ენდობა და ბავშვური უმანკოებით ეპყრობა მათ, ვერც ამჩნევს ძმების მუხანათობას და ბოროტ ზრახვებს. განკაცებული ღმერთი მოვიდა თავის ძმებთან, იუდეველებთან, და როგორც იოსების ძმები ფიქრობდნენ მის მოკვლას, ასევე მწიგნობრები და ფარისევლები განიზრახავდნენ მაცხოვრის ჯვარცმას, უდანაშაულო იოსები იტანჯებოდა ეგვიპტეში, მაგრამ ძმებს არ განიკითხავდა და ფიქრობდა, რომ თვითონ იყო დამნაშავე. მაცხოვარს არ შეუცოდავს, მაგრამ მისი მტრები ბოროტმოქმედს უწოდებდნენ მას.იოსებს გაყიდიან ეგვიპტეში, შორეულ ქვეყანაში, წმიდა მამები აქაც ჭვრეტენ მაცხოვრის პირველსახეს, რომელიც მონის სხეულში განკაცდა მიწაზე, როგორც შორეულ ქვეყანაში. იოსებმა მონობაში არ დაკარგა სულიერება, მას ჰქონდა ძლიერი რწმენა უფლისა, იგი ვერ აცდუნა ეგვიპტელმა ქალმა, რადგან ღმერთზე ფიქრი ყოველთვის იცავდა მის გულს. იოსებს ჩააგდებენ საპყრობილეში, იესო ქრისტეს მთელი ცხოვრება იყო ჯვარცმა და წამება.იოსები გახდება ეგვიპტის ფარაონის სასახლის მოურავი, მის ძმებს კი შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. სასჯელის ნაცვლად ვერაგ ძმებს იოსები იხსნის სიკვდილისაგან. ადამიანებმა გაწირეს ქრისტეს სასიკვდილოდ და მსხვერპლად შეწირულმა მაცხოვარმა იხსნა კაცობრიობა.დღე ესე, დიდი ორშაბათი წმიდა არს და თაყვანისსაცემელი. რადგან ამიერიდგან იწყებს ჯვრისა მიერ ჩვენთვის შეწყნარებას, მსგავსად წინასწარმეტყველისა: „რად აღიძრნენ წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისა და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის“ (II ფს. 1, 2).გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 (116), 2001 წ.“ - ვკითხულობთ სტატიაში.

მერაბ სეფაშვილს მეუღლე გარდაეცვალა

მერაბ სეფაშვილს მეუღლე გარდაეცვალა. ნინო ჯურხაძემ 2020 წელს იშემიური ინსულტი გადაიტანა.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მერაბის მეგობარი გია გოგორიშვილი ავრცელებს.„ნინიკო ჯურხაძე. პანაშვიდი 7 და 8 აპრილს არსენას ქ.11 დაკრძალვა 9 აპრილს,გამოსვენება ქაშუეთის ეკლესიიდან 15:00“ - წერს გია გოგორიშვილი. 

საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და დუნაბეს თასის გამარჯვებული გახდა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დუნაბეს თასზე მესამე მატჩი სლოვაკეთის ნაკრებთან გამართა, მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 18:16 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.ქართველმა წყალბურთელებმა პირველი ორი მეოთხედი (3:4, 3:4) დათმეს, მაგრამ მდგომარეობა დასკვნით ორ მეოთხედში გამოასწორეს, რომელიც 4:3, 8:5 მოიგეს და საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე (მეკარე), გიორგი გვეტაძე (მეკარე); საბა ტყეშელაშვილი, ვატო დადვანი (2), ნიკა შუშიაშვილი (4), ანდრია ბითაძე, დუშან ვასიჩი (3), ხვიჩა ჯახაია (2), იოვან სარიჩი, გიორგი მესხი (3), ლუკა ჩიქოვანი, ბესიკ ახვლედიანი (1), სტეფან პიეშივაცი (1),  ანდრია ვლაჰოვიჩი (2).საქართველოს ნაკრებმა დუნაბეს თასზე სამი მატჩი გამართა – სლოვაკეთის გარდა, ქართველმა წყალბურთელებმა კანადისა (17:11) და ავსტრალიის (17:9) ნაკრებები დაამარცხეს.საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 7-დან 13 აპრილის ჩათლით მალატაში გაიმართება. ტურნირში 24 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ეროვნული გუნდები იქნებიან.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:7 აპრილი, 13:00 | საქართველო – თურქეთი;8 აპრილი, 13:30 | საქართველო – ბრაზილია;9 აპრილი, 15:00 | საქართველო – სლოვენია.

ბოლო სიახლეები