ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

სახალხო დამცველის აპარატი გუშინდელი აქციის დროს დაკავებულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

29 ნოემბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში აგრძელებდნენ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მონახულებას. აპარატმა სულ 40 პირი მოინახულა და მათგან 11 პირის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

აპარატის ცნობით, დღის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით 29 პირი მოინახულეს, რომელთაგან დაკავებული იყო 28. ერთ-ერთი დაკავებული მოთავსებულია სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სხვები კი თბილისის იზოლატორებში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რწმუნებულებმა კლინიკაში მოინახულეს ჟურნალისტი გურამ როგავა. გურამ როგავას განცხადებით, საპროტესტო აქციაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამართალდამცავებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც გონება დაკარგა. გურამ როგავას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებებზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

„მონახულებული 29 პირიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 23-მა პირმა მიუთითა (7 პირს არ სურს რეაგირება). მათი უმრავლესობის თქმით, პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა უშუალოდ დაკავების პროცესში განიცადა. ნაწილი მათგანი ასევე მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. დაკავებულთა ნაწილს ხილულად აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანებები, მაგალითად, ერთ დაკავებულს თავის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, სხვა დაკავებულს – სახეზე, მარჯვენა წარბთან აღენიშნებოდა დაზიანება.

დაკავებულთა ნაწილის თქმით, მათი დაკავება ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რომლებიც დაკავებულებს გადასცემდნენ სხვა თანამშრომლებს, რომლებსაც ასევე არ გააჩნდათ სპეციალური ამოსაცნობი ნიშნები, რის შემდეგაც ხდებოდა მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის. საპატრულო პოლიციას ისინი გადაჰყავდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც იწყებოდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ დოკუმენტაციის შედგენა.

დაკავებულთა ნაწილის განცხადებით, დამკავებლები პირებად უთითებდნენ მცდარ მონაცემებს კერძოდ კი, იმ პოლიციელებს, რომელთა მიერ მათი უშუალო დაკავება არ განხორციელებულა.

სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს საპროტესტო აქციაზე მოქალაქეთა დაკავებისას ხსენებულ მავნე პრაქტიკაზე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და სასამართლოების შეცდომაში შეყვანის საფუძველს ქმნის.

სახალხო დამცველის აპარატი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას უფლებამოსილი უწყებების ინფორმირებისა და გამოძიების შემდგომი მონიტორინგის განხორციელების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია: გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავს მოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავს მოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები