აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, შაულედურ არჩევნებში ამომრჩეველმა მხარი იმ ლიდერებს დაუჭირა, რომლებიც არსებულ გამოწვევებს კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხებენ.
„დღეს საღამოს ამერიკელი ხალხის გზავნილია, რომ მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ხალხს აერთიანებს და არა ყოფს“, – წერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია შემდგომი ზიანის თავიდან აცილება.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ადმინისტრაციას კიდევ ორი წელი აქვს, ახლა ჩვენი საქმეა აქტიური მუშაობა, შევიტანოთ ცვლილებები ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ზიანი და ჩავუყაროთ საფუძველი მომავალს“, – განაცხადა ობამამ.
ცნობისთვის, 3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა. პირველადი შედეგებით, როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტია ლიდერობს. ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს.

