რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 43 პირია დაკავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის შენობასთან აქციაზე 32 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.