შაბათი, აგვისტო 8, 2026

თეა წულუკიანი: სცენარი არის ერთი და იგივე – როდესაც ხელისუფლებაში მოსასვლელად ოპოზიციას ხალხი არ ირჩევს, ისინი დახმარებას ქვეყნის გარეთ ეძებენ

სცენარი არის ერთი და იგივე. როდესაც ოპოზიციას განურჩევლად იმისა, რა ერქვა წარსულში, რა ჰქვია დღეს და როგორი კონფიგურაციით არის, არ ირჩევს ხელისუფლებაში მოსასვლელად ხალხი, ისინი დახმარებას ეძებენ ქვეყნის გარეთ იმ კონკრეტულ ძალებში, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილნი ქართველი ხალხის და მათი სამშობლოს მიმართ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

„მიზანი არის ის, რომ როგორმე ხელისუფლებას ჩამოაშორონ ძალა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც გაბედა და პირველმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაძლო ხელისუფლებაში საკმაოდ დიდხანს და ხმამაღლა თქვა, რომ საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

თუკი ორგანიზაციას ავიღებთ ევროკავშირის სახით და არა რომელიმე კონკრეტულ ევროპულ ქვეყანას, მას აქვს ძალიან ღრმა კრიზისი, პოლიტიკური და მორალურიც. მორალური იმდენად, რამდენადაც მე და ჩემნაირ ევროპაში სკოლა და უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანებს გვგონია, რომ ეს ის ევროკავშირი არ არის, რისკენაც დამფუძნებელი მამები მიისწრაფოდნენ თავის დროზე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დიდი იდეალების და იმედების გარშემო გააერთიანეს საკუთარი ძალები.

თუ ავიღებთ წამყვან ქვეყნებს, იმ წევრ სახელმწიფოებს, რომელთა გარეშეც არ არსებობს ევროკავშირი, ამ ქვეყნებშიც ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისის თვალსაჩინო ნიშნები არის უკვე სახეზე.

როდესაც მე ვესაუბრები ჩემს ყოფილ ჯგუფელებს, რომლებიც დასავლეთ ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები არიან დღეს და ვუხსნი, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენელი ესა თუ ის ელჩი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ამბობენ, რატომ აქცევთ ყურადღებას ამ კონკრეტულ ადამიანს, რადგან მას საერთოდ არა აქვს ჩვენთან კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტში დიდი წონა და ავტორიტეტი.

სალომე ზურაბიშვილის პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია, ვიდრე იმ ოპოზიციის, რომელიც ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და ბრაზდება, რომ დამარცხდა. ისინი რეალურად „ქართულ ოცნებაზე“ კი არ ბრაზობენ, ისინი ბრაზობენ საკუთარ ხალხზე. ხალხს არავინ არ უნდა უბრაზდებოდეს, რადგან ხალხი თავისუფალია თავის არჩევანში. სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში უფრო მძიმეა, ვინაიდან ის გაზრდილია ნოსტალგიაში, იმ იდეით, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდება და გადაარჩენს საქართველოს. ის ნამდვილად დაბრუნდა და საქართველოს გადარჩენის ნაცვლად მოუტანა ძალიან ბევრი პრობლემა.

ეს არის პრეზიდენტი, რომელმაც თავისი წარმოშობის ქვეყნისთვის სიკეთის მოტანის ნაცვლად გაუკეთა ძალიან დიდი და ბევრი ბოროტება. მე იმედი მაქვს მან იცის, რომ ის ვერ შევა უახლესი ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როგორც დადებითი ფიგურა და სამწუხაროა ისიც მისთვის, რომ თავის დროზე სასურველ ქვეყანას დატოვებს როგორც დამარცხებული, რომლის შესახებაც ჩვენ გვემახსოვრება მხოლოდ ის, რომ მან თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მობილიზაცია გაუკეთა უცხოურ ძალებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი

საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების ცნობით, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, ხოლო 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ინტენსივობის წვიმა.„შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სტუ-ის რექტორმა, განათლების მინისტრის მოადგილემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ჩვენი გმირების ხსოვნას. მათი თავგანწირვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძვირფასია სამშობლო, თავისუფლება და მშვიდობა. თითოეული მათგანის სახელი დარჩება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როგორც ღირსების, ვაჟკაცობისა და თავდადების სიმბოლო. მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ის ფასეულობები, რომლებზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მომავალი თაობების მშვიდობიანი ცხოვრება. დღეს ჩვენ არა მხოლოდ პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირებს, არამედ ვაცნობიერებთ იმ დიდ პასუხისმგებლობასაც, რომელიც მათ ხსოვნას თან ახლავს - გავუფრთხილდეთ მშვიდობას, ვაშენოთ ძლიერი და განვითარებული ქვეყანა და მომავალ თაობებს გადავცეთ სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკიური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და სტუდენტებმა საქართველო-რუსეთის ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.„ჩვენი ქვეყნის უმთავრესი არჩევანი და პასუხისმგებლობა არის მშვიდობიანი განვითარება, რომელიც ეფუძნება სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მშვიდობა არის ის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რადგან მხოლოდ მშვიდობიან გარემოში არის შესაძლებელი განათლების, მეცნიერების, ეკონომიკისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისკენ. მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლებას იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი ქვეყნის მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად ახორციელებენ. თანმიმდევრული მშვიდობის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას ემსახურება, გვაძლევს იმედს, რომ მომავალში საქართველო აღარ იხილავს ომისა და ძალადობის ტრაგიკულ შედეგებს და ჩვენი შვილები შეძლებენ იცხოვრონ მშვიდობიან, თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანაში. სამაჩაბლოს დარად არ უნდა დაგვავიწყდეს აფხაზეთი. ჩვენ ვალდებული ვართ, მომავალ მომავალ თაობებს ვასწავლოთ არა მხოლოდ 2008 წლის ომის ტრაგიკული ისტორია, არამედ ის ღირებულებები, რომელთა დასაცავადაც ჩვენმა გმირებმა უმაღლესი მსხვერპლი გაიღეს. მათი ხსოვნა გვაერთიანებს და გვახსენებს, რომ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გაძლიერება და მომავლის შექმნა არის ის გზა, რომლითაც პატივს მივაგებთ მათ თავდადებას“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.ინფორმაციისთვის: 412 დაღუპული, 2 000-მდე დაჭრილი და 150 000 იძულებით გადაადგილებული პირი - ამ შედეგით დასრულდა 18 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომი. 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა.

ირაკლი კობახიძე – 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის...

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ სააკაშვილმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ იმ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი.„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“, – განაცხადა პრემიერმა.

სოზარ სუბარი – დღეს, როდესაც ვუყურებთ უცხოური აგენტურისა და მათი პატრონებს ქცევას, ნათლად ჩანს, აგვისტოს ომის დროს იყო დაკვეთა, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, უფრო...

სააკაშვილი ფიქრობდა, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო, მაგრამ დღეს როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ ეს იყო გარედან მიღებული დაკვეთა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას განაცხადა.როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის, შესაბამისად, გაცილებით მარტივია უცხოური ძალების მხრიდან აგენტურის მეშვეობით იმ ქვეყნის მართვა, რომელიც მუდმივადაა გახვეული კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში.„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებზე ფაქტებით დადასტურდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიზანი იყო, საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე დაღუპულიყო. კომისიაზე დაკითხულმა არაერთმა პირმა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა, გენერლებმა, ჯარისკაცებმა, ასევე მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დაადასტურეს, რომ ომის დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად შეგნებულად არ მოახდინა მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა ახალგორის, ცხინვალის რეგიონისა და კოდორის ხეობის სოფლებიდან. მაშინ, როდესაც რუსული ჯარი უკვე შემოსული იყო საქართველოს ტერიტორიაზე და ქართულ სოფლებს იკავებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები ატყუებდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, თითქოს მათ არაფერი ემუქრებოდათ და მოუწოდებდნენ, მშვიდად დარჩენილიყვნენ თავიანთ სახლებში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილმა მართლაც დაუჯერა მსგავს მოწოდებებს და დარჩა ადგილზე, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი იქნა მოკლული, ათასობით ადამიანმა კი ბოლო წუთებში ძლივს მოახერხა ტერიტორიის დატოვება.„შარშან საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ ხელისუფლების ამ გაუგონარ და დანაშაულებრივ ქმედებას ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: სააკაშვილი ფიქრობდა, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო, მაგრამ დღეს როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ ეს იყო გარედან მიღებული დაკვეთა ერთადერთი მიზნით, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის, მით უფრო მეტად გაღვივდებოდა მტრობა საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოებს შორის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რაც მეტია დაპირისპირება როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ჯგუფს შორის, ისე სხვადასხვა სახელმწიფოს შორის, მით უფრო ადვილია დაპირისპირებული მხარეების მართვა და საკუთარი ინტერესების გატარება.„სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ მართვის სტილი, რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ სცენარში პირდაპირ ჯდება რამდენიმე დღის წინ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადება, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს დააბრალა, თითქოს მათ აფხაზეთში ომის დროს ტყვეები არ აჰყავდათ, რადგან პირდაპირ ხვრეტდნენ მოწინააღმდეგე მხარის მებრძოლებს, მაშინ როცა, მისივე თქმით, ჩვენ წინააღმდეგ მებრძოლი რუსები ასე არ იქცეოდნენ. ეს არის პირდაპირი ღალატი ჩვენი სამშობლოს ინტერესების, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბოლო წლებში შეინიშნება ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის ტენდენცია. შედეგიც მოსალოდნელი იყო – გიორგი ბარამიძის ამ ცილისმწამებლური განცხადების შემდეგ აფხაზეთში დაიწყო მორიგი ანტიქართული ისტერია და კიდევ უფრო გართულდა შერიგების პროცესი. ბარამიძის ეს განცხადება პირდაპირი გაგრძელებაა იმ ანტირუსული ისტერიის, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა და რომლის მიზანია, მაქსიმალურად დაიძაბოს ურთიერთობა არა მხოლოდ ორ სახელმწიფოს, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შორისაც. საქართველოს დღემდე არ გვპატიობენ, რომ 2022 წელს, უდიდესი საერთაშორისო და საშინაო ზეწოლის მიუხედავად, მშვიდობა შევინარჩუნეთ და გეზი ქვეყნის განვითარებაზე ავიღეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მიხეილ ყაველაშვილი – არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს, ქვეყანა გაერთიანდება და ყველა ადამიანი ღირსეულად იქნება წარმოჩენილი

საუკუნეებია, ერთად ვცხოვრობთ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან, ერთად ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს, გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა, რომლის მიზანი ერთიან ქვეყანაში მშვიდობიანი თანაცხოვრებაა.„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, სხვადასხვა ეპოქებში ჩვენ ყოველთვის გვყავდა გამორჩეული გმირები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების მაგალითი იყვნენ. აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები არიან ჩვენი მაგალითები, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. მარადიული ხსოვნა მათ სულებს. დღეს ჩვენი თავდაცვის ძალების რიგითი სამხედროდან დაწყებული უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირებამდე ყველა გამსჭვალული არის ჩვენი გმირების სულისკვეთებით. სწორედ მათ მაგალითზე აგრძელებენ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და განვითარებას. მადლობა მათ ამისათვის. მე მინდა, ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს.  ასევე, მინდა ამ ტრაგიკული მოვლენების დროს, ამ უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის მოგონება ვთქვა და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ჩვენ, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ამ მძიმე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მტერმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავკარგეთ სოფლები, ადამიანები და, სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება.დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული. მას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მშვიდობიანი გზით ჩვენი ოსი და აფხაზი და-ძმების შემორიგებას, ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელებასა და განვითარებას. დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც აქვს ჩვენს სახელმწიფოს. არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. მსოფლიოში ყველამ უნდა გაიაზროს, საქართველოს არცერთი მოქალაქე, არცერთ ეტაპზე არ დაუშვებს, რომ ეს ტერიტორიები იყოს საქართველოს გარეშე. ეს არის აქსიომა და ვერავინ უარყოფს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ყველანი ვართ გამსჭვალული ამ სულისკვეთებით. საუკუნეებია, ერთად ვცხოვრობთ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან, ერთად ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები, შერეული ოჯახებია. პოზიტიურად რომ გადავწყვიტოთ ეს ტრაგიკული დღეები, ეს არის ჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად შედგება ეს პროცესი. საქართველო გაერთიანება და ყველა მცხოვრები ადამიანი ღირსეულად იქნება წარმოჩენილი სახელმწიფოში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები