პარასკევი, ნოემბერი 22, 2024

დანგრეული სახლები, მოგლეჯილი ხეები, რამდენიმე მეტრიანი ტალღები ზღვაზე

ფილიპინებს ქარიშხალი “მან-ი”” დაატყდა თავს. ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს.

ქარიშხალმა დაანგრია სახლები, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ინფრასტრუქტურა. ზღვაზე გამოიწვია უზარმაზარი ტალღები და ათასობით ადამიანი აიძულა სახლები დაეტოვებინათ.

ეს უკვე მეექვსე ყველაზე მომაკვდინებელი ქარიშხალი იყო, რომელიც ფილიპინებს ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაატყდა თავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ, მაგრამ სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც ვითარდება

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამის მიუხედავად, პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებას განაგრძობს. „ის რა „ნაცია“, პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. ასე იქნება, პირველი სხდომის პარალელურად ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია. ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ. უკვე იმდენად არასარიოზულია, ალბათ ამაზე რეაქციაც არ უნდა გვქონდეს. დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ჩვენ წინ მივდივართ. ვართ უფრო მყარად, ვიდრე 2020 წელს ვიყავით, ვართ უფრო თავისუფლები ეროვნულ, დამოუკიდებელ ქმედებებში, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ამის გამხელა დღეს უკვე შეიძლება. ამიტომ არის უფრო დაბალი და გაცილებით, შეუდარებლადაც კი დაბალი მუხტი, ვიდრე 2020 წელს იყო, მაშინ 2% იყო გაყალბებული, მათთვის რომ გეკითხათ, დღეს 300 ათას ხმაზე მეტია, მათ რომ ვკითხოთ. ამ არასერიოზულ ნარატივში გვიწევს ჩვენ შეყოლა, ამიტომ არის, რომ ჩვენ ირონია შეიძლება, ხშირად არ გვსიამოვნებდეს, მაგრამ ირონიის გარეშე ამ საკითხებზე ვერ ვსაუბრობთ, რა 300 ათასი ხმა? ამის გამპროტესტებლები იქნებიან პირველი სხდომის პარალელურად. პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებას განაგრძობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის განცხადება გადატრიალებისკენ მოწოდებაა, მშვენიერ ნომერშია, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს

ის რა „ნაცია“, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. პირველი სხდომის პარალელურად შეძახილებს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. შესაბამისი განცხადებით მდინარაძე გამოეხმაურა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებას პარლამენტის პირველის სხდომის დღეს, 25 ნოემბერს. მდინარაძის თქმით, პარლამენტის პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანას განვითარებას გააგრძელებს. „უკვე იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე რეაქცია არ უნდა გვქონდეს. დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ჩვენ წინ მივდივართ, უფრო მყარად ვართ, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ეროვნულ-დამოუკიდებელ ქმედებებში უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ამიტომ არის გაცილებით დაბალი მუხტი, ვიდრე 2020 წელს იყო - მაშინ 2%-ი იყო გაყალბებული მათთვის რომ გეკითხათ, დღეს 300 თასზე მეტით. ამ არასერიოზულ ნარატივში გვიწევს შეყოლა, ამიტომ არის ის, რომ ჩვენ ასეთ საკითხებზე ირონიის გარეშე ვერ ვსაუბრობთ. რა 300 ათასი ხმა? ამის გამპროტესტებლები იქნებიან პირველი სხდომის პარალელურად. პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანა განვითარებას განაგრძობს“,- განაცხადა მდინარაძემ. კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს, გაივლის თუ არა ოპოზიცია ყველა პროცედურას მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მდინარაძე პასუხობს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს არ დათმობს. მდინარაძის შეფასებით, ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები შეგნებულად დაწერეს მაშინ, როდესაც დაწერილი განცხადებები არ იყო იურიდიული ძალის მქონე. „ჩემი მოლოდინია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებს არ დათმობენ. უკვე დაიწყო ახალი ნარატივის შემოტანა გახარიამ, როგორც 4 პარტიიდან ჯაშუშების პიონერმა. სხვათა შორის, დღეს შეცვალა საკუთარი პოზიცია ჯაშუშობასთან დაკავშირებით. მიხვდა რომ ჯაშუშობა თავისი ხელით დაამტკიცა და სხვას მოუწერა წინა წერილზე ხელი - ახლა თქვა, არაო. ცოტა სხვანაირი განცხადებები გააკეთა, მაგრამ მაინც პიონერი აღმოჩნდა ჯაშუშებს შორის. რა „ტრიუკებსაც“ მიმართავდა შალვა ნათელაშვილი თავის დროზე, იმ „ტრიუკებზე“ დაიწყო მიმართვა და თქვა, რომ არა მანდატები შეიძლება არ დავთმოთ, მაგრამ პარლამენტში არ შევალთო. შალვა ნათელაშვილიც ამას აკეთებდა - მანდატებს არ თმობდა. ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ასეთი რამ გააკეთეს: შეგნებულად იცოდნენ, რომ იმ დროს დაწერილი განცხადებები არ იყო იურიდიული ძალის მქონე. მაშინ დაწერეს განცხადებები, რომ შემდგომ მართლა არ მოუწიოთ საპარლამენტო მანდატების დათმობა. თუ არ იციან ვასწავლით. როგორც კი ექნებათ უფლებამოსილების ცნობა, მაშინვე შეუძლიათ დაწერონ განცხადებები. ეს იქნება იურიდიული ძალის მქონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი მანდატების დატოვება. ამას არ აკეთებენ, არ აანონსებენ, რადგან მანდატებს ვერ ელევიან და თვითონაც იციან რა სისულელეს აპროტესტებენ - 300 ათასი ხმის გაყალბებას“,- განაცხადა მდინარაძემ. ამასთან, მდინარაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!“ - გადატრიალებისკენ მოწოდება უწოდა. „ეს არის გადატრიალებისკენ მოწოდება, მშვენიერ ნომერშია სააკაშვილი, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ვოლსკი: საქართველოსგან რაღაც სხვა მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნის აქტუალობა დღეს იცვლება

მსოფლიოში პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება, საქართველოს გარშემო ცეცხლია დანთებული და ბევრი გარემოებებია, რომლებიც მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზებას მოითხოვს ხელისუფლებისაგან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, პატარა კენჭების სროლა, რომელიც საქართველოში ჩანს მსოფლიო მასშტაბით ბალისტიკური რაკეტების ომის ფონზე მიმდინარეობს. „გამოყენებულია უახლოესი რაკეტები რუსეთის მხრიდან, შეჭრილები არიან უკრაინაში, სისხლშია უკრაინა დღეს, რასაკვირველია, ჩვენ პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ, ყოველთვის ვუჭერდით, არავინ დაგვიფასა და ეს ორმაგი სტანდარტიც უკვე იმას უნდა გვეუბნებოდეს თქვენც და ვინც გვიყურებს მთელს საზოგადოებას, რომ საქართველოსგან რაღაც სხვა მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნის აქტუალობა დღეს იცვლება“, - განაცხადა ვოლსკიმ. მან აღნიშნა ის სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები, რომელშიც დღეს მსოფლიოა გახვეული. „უკრაინას მძიმე მდგომარეობა აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მის წინააღმდეგ ისეთ რაკეტას იყენებენ, რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ ანეიტრალებს. აი, წარმოიდგინეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესი, ჩვენ გარშემო დანთებული ცეცხლი და სრულიად უნამუსო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რა გეგმები ჰქონია თურმე ოპოზიციას, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე, ეკონომიკური ნგრევა, თურმე ისეთი განცხადებაც გააკეთეს, რომ ამ მდგომარეობას, ამ არჩევნების შედეგებს მოჰყვება ჩვენი ჩამოქცევა ეკონომიკურად და რომ გადავრჩეთ თურმე ეკონომიკური სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და საომარი მოქმედებებიც გამოუცხადოთ თუ წავალთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ამას მე ხომ არ ვიგონებ არა? ხომ თქვენც იცით და რეალურად ყველამ იცის, რომ ეს არის მოთხოვნა ჩვენს მიმართ, რომ რუსეთის ძალების დივერსიფიცირება მოხდეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი: უნდა შევწყვიტოთ ბალერინობის თამაში, მოვეშვათ ენის მოჩლექას, ახლა საჭიროა მიწოლა -ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4 000 რობოკოპი, ჩვენ ხომ ბევრად...

მუდმივად ვიმეორებთ, რომ ვჯდებით კანონის ფარგლებში. რომელი კანონის, რომელიც აღარ არსებობს? უნდა შევწყვიტოთ ბალერინობის თამაში, მოვეშვათ ენის მოჩლექას. ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა და განმარტა, რომ ეს მთავრობა მთლიანად არალეგიტიმურია. „ახლა ჩვენსა და ჩვენს თავისუფლებას შორის, ჩვენსა და ჩვენს გადარჩენას შორის არის 4 000 რობოკოპი და სპეცრაზმელი. ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4 000 რობოკოპი, ჩვენ ხომ ბევრად მეტნი ვართ? ამიტომ, უნდა შევწყვიტოთ ეს ბალერინობის თამაში, „ტროტუარზე, სკამზე არ ავიდეთ“. მუდმივად ვიმეორებთ, რომ ვჯდებით კანონის ფარგლებში. რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს? რომელი კონსტიტუციის ფარგლებში, რომლიდანაც ესენი დიდი ხანია, გავიდნენ? რომელ მთავრობაზე ლაპარაკობთ, რანაირად შეიძლება, მთავრობა იყოს ის, ვინც არჩევნები წააგო. მთლიანად არალეგიტიმურია, მთავრობა კი არ არის, ეს არის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მთავრობა. ისევე როგორც, სამართალდამცავები კი არ არიან, სინამდვილეში, სამართალდამრღვევები არიან. ამიტომ, მოვეშვათ ენის მოჩლექას. ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა, რადგან კაცმა, რომელმაც ეს ამბავი ჩაიდინა, ხმები წაგართვათ, არის ყველაფრის მკადრებელი, ყველაფერზე წამსვლელი და თითოეული სიცოცხლე საფრთხეშია. უკან, კედელზე არის გაყალბებული ბიულეტენები, უკან არის ჩემი შვილის, ალისას ნახატი, ფერადი მომავლის. ალისას და მის მომავალს შორის დგანან ეს რობოკოპები. ალისას ამ ქვეყანაში დარჩენას ხელს უშლის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მაფიოზური კლანი, რომელიც თავს აცხადებს ხელისუფლებად“, – განაცხადა მიხეილს სააკაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა აქციის მონაწილეებს მაიდნის სცენარისკენ, ვინმეს მაიდანი თუ უნდა, დაიდგას თავის ქვეყანაში

შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, მაიდნის სცენარზე გადასულიყვნენ. ვინმეს მაიდანი თუ უნდა, დაიდგას თავის ქვეყანაში, საქართველოში არეულობას შეეშვან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს თუ უნდა, ასეთი სცენარები განვითარდეს საქართველოში, შემდეგ ნუღარ იტყვიან, რომ ქართველი ხალხის მიმართ რაიმე სიმპათია აქვთ“. „ნიშანდობლივია, რომ იმ დღიდან, როცა რვა ევროპელი დეპუტატი გვესტუმრა, პარლამენტის წინ აქციებს გვიმართავდა და მოუწოდეს ოპოზიციას, მაიდანის სცენარზე გადასულიყვნენ, რადიკალური ჯგუფები გადაიქცნენ ექსტრემისტულ ჯგუფებად. შემდეგ დღეებში დავინახეთ მათი ქმედება, მათ შორის „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ, როგორ იქცეოდნენ, რა ტერმინოლოგიას იყენებდნენ აბსოლუტურად სახედაკარგული, ემოციურად დაზიანებული „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები. ეს არის მაგალითი ლიბერალური ფაშიზმისა. ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც თუ ჩაუვარდათ ხელში, კედელთან მიაყენებენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. რეალურად, ეს არის გამეორება 100 წლის წინანდელი მოვლენებისა. მაშინაც საქართველოში გარედან იმპლანტირებული ბოლშევიზმი შემოვიდა და კედელთან მიაყენეს ყველა, ვინც მათ არ ეთანხმებოდა. ზუსტად ეს არის დღევანდელი ლიბერალურ-ფაშისტური ბაბლი, რომელიც მათი შექმნილია. ერთი გრამი ძალაუფლება რომ ჩაიგდონ ხელში, კედელთან მიაყენებენ ყველას – ზოგს ფიზიკურად გაანადგურებენ და ზოგს ადამიანურად გაანადგურებენ, წაშლიან. ეს სახე დავინახეთ ჩვენ და ისიც დავინახეთ, რამ უბიძგათ ამ ყველაფრისკენ. იმ რვა ევროპული ქვეყნიდან ჩამოსულმა დეპუტატებმა როდესაც გადახედეს აქციას და ნახეს, ცოტა ხალხია, ტემპერატურა არ აქვს, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა, მაიდნის სცენარზე გადასულიყვნენ. ვინმეს მაიდანი თუ უნდა, დაიდგას თავის ქვეყანაში, საქართველოში არეულობას შეეშვან, რაც ამ შემთხვევაში ევროპელი პოლიტიკოსებისგან ვიხილეთ. ვნახეთ, განსაკუთრებით შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორ მოუწოდებდა მაიდნისკენ. მგონი, ამ მაიდნის რაღაც რომანტიზება აქვთ მათ, ვისაც პირადად არ შეხებია. ადამიანები დაიხოცნენ, სისხლი დაიღვარა და შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს თუ უნდა, ასეთი სცენარები განვითარდეს საქართველოში, ნუღარ იტყვიან, რომ მეგობრებს გვიწოდებენ და ქართველი ხალხის მიმართ რაიმე სიმპათია აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები