სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025

რატი ბრეგაძე: ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტს არაფერი შემატებია, არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, მთელ რიგ შემთხვევებში ისინი საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემენ პატივს

ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტს არაფერი შემატებია, არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, მთელ რიგ შემთხვევებში ისინი საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემენ პატივს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წინა მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობა სხდომებს არ ესწრებოდა.

„სიმართლე გითხრათ, ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტში, პარლამენტს ბევრი არაფერი შემატებია. ოპოზიციის წარმომადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა, პრაქტიკულად, არ ესწრებოდა სხდომებს და არ იღებდა მონაწილეობას პარლამენტის საქმიანობაში, რითაც ისინი ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს. მათი მხრიდან არ გამიგია არცერთი საქმიანი კითხვა და როდესაც ისინი დასვამდნენ კითხვას, გადიოდნენ დარბაზიდან და მინისტრის საათზეც არაერთხელ შევსწრებივარ ამ გარემოებას. პარლამენტის ტრიბუნას იყენებდნენ მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული-მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და არა იმ ამომრჩევლისთვის, რომელმაც მათ ხმა მისცა. ოპოზიციის წარმომადგენლები მთელ რიგ შემთხვევებში საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემენ პატივს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – ხაზარაძე, რომელმაც წლების წინ სახელმწიფოს ანაკლიის პროექტისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება მოსთხოვა, დღეს ჩვენ „იგლ ჰილსის“ პროექტზე არასაჯაროობაში გვადანაშაულებს

„იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებით დღეს სახელმწიფოს არასაჯაროობაში ბრალს სდებენ ის ადამიანები, რომლებმაც, წლების წინ, როცა ბიზნესსექტორს წარმოადგენდნენ, თავად მოსთხოვეს სახელმწიფოს, მაგალითად, ანაკლიის პროექტისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება. გავიხსენოთ, როდესაც ანაკლიის ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფოსთან, ბატონმა ხაზარაძემ მოითხოვა, რომ ეს ყოფილიყო კომერციული საიდუმლოება და დღეს ეს ადამიანები სახელმწიფოს აკრიტიკებენ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „იგლ ჰილსთან“ დადებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს, რაც ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, ხელისუფლება საჯაროდ საუბრობს ამ კონტრაქტის თითქმის ყველა ფუნდამენტურ კომპონენტზე.„იმდენ დეტალზე ვსაუბრობთ, გულწრფელად შეიძლება, ითქვას, რომ, ფაქტობრივად, გასაჯაროებულია ამ ხელშეკრულების ყველა ფუნდამენტური კომპონენტი. ეს ხელშეკრულება მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, როდესაც კერძო კომპანია, კერძო ინვესტორი ზრუნავს იმაზე, რომ მისი კომერციული ნიუანსები არ იყოს საჯარო. ეს ყველგან ასეა და ჩვენს ქვეყანაშიც ამის უამრავი მაგალითი გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის ყველა გამოსვლაში ძალიან ღიად საუბრობს ამ ხელშეკრულებაზე და მის ძირითად დეტალებზე.„აბსოლუტურად გასაგებია, რომ შეიძლება, იყოს კითხვები და ჩვენ პასუხიმგებლობა გვაქვს, რომ ამ კითხვებზე გამჭვირვალედ და ღიად ვისაუბროთ. არსებობს კომერციული ნიუანსები ინვესტორის მხარეს, რაზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და პატივს ვცემთ ამ შეთანხმებას. ამასთანავე,  მზად ვართ, ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას გაუჩნდება, ნებისმიერ ფორმატში გავცეთ პასუხი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

უდიდესი გარღვევა მედიცინაში – მეორე ტიპის დიაბეტისგან, ექიმებმა სრულად განკურნეს პაციენტი

შანხაიში ექიმებმა მსოფლიოში პირველად განკურნეს პაციენტი მეორე ტიპის დიაბეტისგან, პანკრეასის უჯრედების გადანერგვის გამოყენებით. ამის შესახებ შანხაის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების კომისიამ განაცხადა.59 წლის მამაკაცი, რომელსაც ტიპის დიაბეტი ჰქონდა, ინსულინის ინექციებისგან სრულად გათავისუფლდა. შანხაის ჩანჟენგის საავადმყოფოს ექიმების გუნდის მიერ მიღწეული ამ სამედიცინო გარღვევის შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალი „Cell Discovery“-ში.მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს უდიდესი გარღვევაა მედიცინაში.

„ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად, იქნება 20 000 ლარი…“ – შს მინისტრის მოადგილე დეტალებზე

ორმაგდება იმ თანხების რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული პოლიციელებისთვის, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას.მისივე თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელთა და მეხანძრე-მაშველთა ოჯახების კომპენსაციის ოდენობა 30 000 ლარი ხდება.„კანონმდებლობით ინერგება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რაც გულისხმობს სამედიცინო შვებულებას პოლიციელებისთვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ცვლილებები თანაბრად გავრცელდება, როგორც პოლიციელებზე, ასევე მეხანძრე-მაშველებზე“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ეხება. პოლიციის შესახებ კანონპროექტით, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა იზრდება.7 000 ლარის ნაცვლად, პოლიციელს გადაეცემა 20 000 ლარი, ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში კი 10 000 ლარი. კანონს დაემატება შვებულება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში, 15 000 ლარის ნაცვლად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. დაკრძალვის ხარჯები განისაზღვრება ორი ათასი ლარის ოდენობით.

ჯორჯინა ილია თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვს – რას წერს ესპანური მედია

ქართულ და უცხოურ მედიაში ბოლო დროს აქტიურად იწერება ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ.ესპანური მედიის ცნობით, წყვილი ნამდვილად დაშორდა და ამას თან ისიც ადასტურებს, რომ  ჯორჯინამ სასამართლოს მიმართა.როგორც  Sportscasting წერს, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა ილიას ქონების 50 პროცენტიან აქტივების  წილს ითხოვს.

ირაკლი კობახიძე – ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, სამ-ოთხ თვეში ბევრი გაკეთდა და იგივე უწყებები გააგრძელებენ კორუფციასთან ბრძოლას

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის სუს-ი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავის დროზე იყო მოთხოვნა, ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა მომხდარიყო ერთ ხელში, რაც თავისთავად აბსურდული მოთხოვნა იყო, ვინაიდან ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური სისტემის თანახმად, ანტიკორუფციული ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე კონსტიტუციურ ორგანოზე.„ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი ანტიკორუფციული დეპარტამენტით, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, საქართველოს მთავრობა თავისი სამთავრობო უწყებებით. რეალურად, ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, აბსოლუტურად ლოგიკურად არის გადანაწილებული ეს ფუნქციები. ასეთ პირობებში, ერთ სუბიექტში ამის თავმოყრა იყო თავისთავად უკვე აბსურდი. რადგან ეს მოთხოვნა იყო, შეიქმნა ერთი კონკრეტული სააგენტო, ანტიკორუფციული ბიურო, სადაც მოხდა რაღაც ფრაგმენტების თავმოყრა – ეს არის საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, ამას დაემატა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს იყო არსებითად ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები. შემდეგ ამას მოჰყვა მთელი ქილიკი. იგივე ადამიანები, ვინც ახლა ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, აქილიკებდნენ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ შეიქმნა ასეთი უწყება ასეთი სათაურით, ანტიკორუფციული ჰქვია და რეალურად დღემდე კორუფციის არცერთი ფაქტი არ გამოუვლენია. როგორ უნდა გამოევლინა, როცა ეს სამი ძალიან ლოკალური ფუნქცია ჰქონდა ამ სამსახურს. რეალურად ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე. ეს არის სუს-ი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას. ამ 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ზუსტად ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები