პარასკევი, ნოემბერი 14, 2025

თელაველი სპორტსმენი, ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოში ვიცე-ჩემპიონია

თელაველი სპორტსმენი,  ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოში ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთში მიმდინარეობდა, სადაც ჩიდრაშვილი ფინალში გავიდა და 58 კგ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

„ხელზე ოპერაცია დაახლოებით 10 თვის წინ ჩაუტარდა, წანაზარდები ჰქონდა, საკმაოდ რთული ოპერაცია იყო. ამ ეტაპზეც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და არ გვეგონა, ასეთ შედეგს თუ დადებდა. მაგრამ საბედნიეროდ, კვლავ მივაღწიეთ წარმატებას.” – განუცხადა ,,აიპრესს,, სპორტსმენის მეუღლემ, ია ჩიდრაშვილმა.

ცნობისათვის, ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს 6-გზის ევროპის 5-გზის ჩემპიონია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებმა ნიდერლანდებში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებმა ნიდერლანდებში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგარარული მეცნიერებების და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერებმა თამუნა მოდებაძემ და გიორგი ანდიაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში - The 43rd Annual Meeting of the European Culture Collections’ Organization (ECCO XLIII), მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, ECCO-ს ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ევროპის წამყვანი კვლევითი ცენტრები და მეცნიერები იკრიბებიან მიკროორგანიზმების კოლექციების, ბიომრავალფეროვნების, ბიოტექნოლოგიისა და ინოვაციური სამეცნიერო მიდგომების განვითარების შესახებ გამოცდილებისა და ახალი კვლევების გასაზიარებლად. სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერის თამუნა მოდებაძის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია - ECCO XLIII, ქალაქ უტრეხტში (ნიდერლანდები) გაიმართა და მასში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ახალგაზრდა მკვლევრები და მეცნიერები მონაწილეობდნენ. „საერთაშორისო კონფერენციაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება: კოლექციების შექმნა და მათი მეტაბოლური პოტენციალის შესწავლა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე რეგიონული ღვინოების ფორმირებისთვის“, ფარგლებში მივიღეთ მონაწილეობა და წარვადგინეთ პოსტერი თემაზე - „საქართველოს ქართლის რეგიონის ვენახებიდან გამოყოფილი საფუვრების ბიომრავალფეროვნება (Biodiversity of yeasts isolated from vineyards of Qartli region of Georgia)“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ღვინის მეცნიერებისთვის, ისე ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის”, - აცხადებს თამუნა მოდებაძე. საერთაშორისო კონფერენციაზე ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების წარდგენილი კვლევა მოიცავს ქართლში გავრცელებული ვაზის ენდემური ჯიშების ყურძნებზე არსებული საფუარების ბიომრავალფეროვნების დეტალურ შესწავლას. როგორც ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი ანდიაშვილი აცხადებს კვლევის მიზანია იმ მიკრობული ეკოსისტემების იდენტიფიცირება და გაანალიზება, რომლებიც განსაზღვრავენ ღვინის დუღილის პროცესს, მის არომატულ და გემოვნურ თვისებებს, ასევე პროდუქტის საბოლოო ხარისხს. „ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა საქართველო აღიარებულია როგორც ერთ-ერთი უძველესი ღვინის სამშობლო, სადაც ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ უნიკალურ მიკროგარემოს ქმნის. სწორედ ეს მიკრობული უნიკალურობა განაპირობებს ქართული ღვინის ინდივიდუალურ organoleptic პროფილს და მას მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას მატებს. კვლევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საფუარების იდენტიფიკაციით, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ტრადიციული მეღვინეობის თანამედროვე სამეცნიერო დონეზე გააზრებისა და განვითარებისთვის, რადგან მიღებული შედეგები ხელს უწყობს ქართული ენდემური ვაზის გენეტიკური და მიკრობიოლოგიური რესურსების დაცვას, მათი პოტენციალის უკეთ გამოყენებას და ახალი ბიოტექნოლოგიური მიდგომების დანერგვას. ეს პროექტი, როგორც სამეცნიერო, ისე კულტურული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას, აძლიერებს საქართველოს კვლევით პოზიციას რეგიონში და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გლობალურ სამეცნიერო თანამეგობრობაში. გარდა ამისა, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ theYeasts.org Workshop-ში (Westerdijk Institute, Utrecht), რომელიც ეხებოდა საფუვრების იდენტიფიკაციის მეთოდებსა და კოლექციების მართვის პრაქტიკას. აღნიშნულმა ვორქშოპმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ჩვენი ცოდნა საფუვრების კვლევის მიმართულებით და პრაქტიკული გამოცდილება შეგვძინა“, - აცხადებს ანდიაშვილი.

კახა კალაძე – 20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დასაქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხელისუფლებას ირჩევს ქვეყნის მოსახლეობა და ეს არ ხდება გარეშე პირების ჩარევის შედეგად.„ამ ადამიანებს თავიანთი პატრონები ჰყავთ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს ქვეყანას და არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, ასრულებენ შესაბამის დავალებებს. ეს არაფერი კარგის მომტანი არაა, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით. პირველ რიგში, უნდა გქონდეს ხალხის მხარდაჭერა. თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება. ეს ვერ გაუაზრებიათ და ვერ გაუთავისებიათ, რომ საქართველოში ხელისუფლებას აირჩევს ქვეყნის მოსახლეობა და გარედან წამოსული დავალებებით არ განისაზღვრება, თუ ვინ უნდა იყოს მთავრობაში. წლების წინ ეს ასე იყო, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. ყველამ კეთილი უნდა ინებოს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას და ქვეყნის დამოუკიდებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ასევე უპასუხა შეკითხვას გიორგი გახარიას მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.მისივე განმარტებით, 2019 წლის 20 ივნისს გამართული აქციის დაშლის საქმეზე პასუხისმგებელი პირი სწორედ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო.„პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს. როდესაც შენ ატარებ აქციის დაშლის ოპერაციას, ვინ არის პასუხისმგებელი პირი? ვინ გასცემს ბრძანებებს? რაც შეეხება სალხალხო დამცველის ანგარიშს, მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ თავიანთი აგენტი რაღაცნაირად შეენარჩუნებინათ, გადაერჩინათ, იგივე თუნდაც ვიცით, ვინ არის სახალხო დამცველი, რას წარმოადგენს, ვისგან ფინანსებოდა. ჩვეულებრივი აგენტია, აგენტურას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, რომ თავიანთი თანაგუნდელები გადაერჩინათ და ისე შეეფუთათ თემა, რომ გახარიას პასუხისმგებლობა არ ყოფილიყო. ძალიან ცუდია, რაც მოხდა. არსებობს ორი კონკრეტული საქმე, რაშიც პროკურატურა ბრალს სდებს გიორგი გახარიას. გამოძიება დაწყებულია და დაველოდოთ დეტალურ ინფორმაციას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

17 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 17 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა  კოდი). სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის  სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299''-ამის შესახებ ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი – გახარია „ჰერტის სკოლას“ აჰყავს თანამშრომლად, ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად

ჩვენ ვხედავთ მსგავს ხაზს, რაც ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. მათ შორის NED-თან დაკავშირებულ „ჰერტის სკოლას“, რომელიც NED-თანაც თანამშრომლობდა, პირდაპირ ხელფასზე აჰყავს ქართველი პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, რომელიც ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის კარგი მაგალითი პოლიტიკური კორუფციისა და იმისა, როგორ ხდება მოქალაქეობით ქართველი პოლიტიკოსების დაქირავება, რათა შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდეთ გავლენა.„ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის ეს ყველაფერი გაფორმებული, თითქოს მან უნდა აწარმოოს კვლევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მისი დაფინანსება ასევე მოიცავს მის ვიზიტებს, ინტერვიუებს ევროკომისიის მაღალჩინოსნებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებთან. პირდაპირ ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად. გასაგებია, რომ ეს ე.წ. ინტერვიუები სინამდვილეში არის სამივლინებო ხარჯები მისთვის, რომ იაროს სხვადასხვა დედაქალაქში, ბრიუსელში და ჰქონდეს პარტიული შეხვედრები ევროკომისიის თუ სხვადასხვა დედაქალაქის, სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. ასე რომ, პირდაპირ ჩანს, ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რომლის მიზანიც არის საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების დაქირავება, მათი ხელფასზე ყოფნა, რათა გაატარებინონ თავისი დღის წესრიგი.გერმანიაში როცა ხდება დაფინანსება, ყურადღებას აქცევენ, არის თუ არა ის პოლიტიკურად აქტიური პირი და როგორც წესი, შეზღუდვებია ხოლმე ამ დროს პოლიტიკურად აქტიურ პირთან, ვინაიდან არ მოხდეს პოლიტიზება და გაიგივება ამა თუ იმ ინსტიტუციის სხვადასხვა პოლიტიკოსის პლატფორმასთან. აქაც კი, საკუთარი ეთიკის სტანდარტებს გადაუხვია მათ შორის ამ დაწესებულებამ. ადამიანს, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი მძიმე დანაშაულებში, მათ შორის აქციის ძალადობრივ დაშლაზე, ეს ადამიანი პირდაპირ აჰყავთ თანამშრომლად. ეს არის კარგი მაგალითი პოლიტიკური კორუფციისა და კარგი მაგალითი, როგორ ხდება მოქალაქეობით დაქირავება ქართველი პოლიტიკოსებისა, რათა შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდეთ გავლენა.გახარიას შეეფარდა გუშინ წინასწარი პატიმრობა, დანარჩენი პროკურატურის პროცედურებია. დიდი იმედი არ მაქვს, იმ პირობებში, როდესაც ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა, როდესაც დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე მსჯავრდებული ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა მათ შორის გერმანიაში, კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ამ შემთხვევაში, ადამიანს გადასცემენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმცა ვნახოთ.  იდი ხანი მიდიოდა გამოძიება. პროკურატურა ჩამოყალიბდა თავის პოზიციაში, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რათა ბრალი წარედგინა გახარიასთვის. ბრალი წარდგენილია, ახლა უკვე სასამართლოს გადაეცემა ყველა ეს დოკუმენტაცია და სასამართლო იმსჯელებს, რამდენად დასტურდება მისი ბრალი. სტრასბურგის სასამართლომ დაინახა გარკვეული დარღვევები და დაავალა ხელახალი გამოძიება საქართველოს. თქვენ იცით, რომ ამ საკითხზე სხვა ბრალდებულებიც არიან სწორედ შტურმის გამო, თუმცა რაც შეეხება მართვას, მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, დანარჩენს ყველაფერს სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.

გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.ამის შესახებ „ჰერტის სკოლის“ ვებგვერდზეა ნათქვამი.„ამჟანად გიორგი გახარია „ჰერტის სკოლაში“ მკვლევარია. ასევე, ის არის მიწვეული-მკვლევარი „ჰერტის სკოლის“ ჟაკ დოლორის ცენტრში, სადაც მისი კვლევა ფოკუსირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხის შესწავლაზე ევროპული უსაფრთხოების პრიზმით. კვლევის მიზანია, კრიტიკულად შეაფასოს საქართველოს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შედეგები უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობების ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური-ეკონომიკური და უსაფრთხოების ასპექტების გათვალისწინებით, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს. კვლევა იყენებს პრაქტიკულ მეთოდებს, მათ შორის ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების წამყვან გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს“, – აღნიშნულია „ჰერტის სკოლის“ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები