ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა, პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ 60 სამუშაო დღიდან 45 დღემდე შემცირდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა სავარაუდოდ 60 სამუშაო დღიდან 45 დღემდე შემცირდება.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ მეტ დეტალს საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობენ.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 60 სამუშაო დღე არის განსაზღვრული პერიოდი, როდესაც კლინიკების მიერ მოწოდებული ანგარიშგების ინსპექტირება უნდა განხორციელდეს. სამინისტროს აქვს გეგმა, რომ ეს პროცესი გახდეს კიდევ უფრო ხანმოკლე, ამისთვის არსებობს გარკვეული ოპტიმიზაციის გეგმა და შესაძლებლობა, რომ ვადა კიდევ უფრო შემცირდეს. ჩვენი ვარაუდით, პირველ ეტაპზე, ეს პერიოდი დაყვანილი იქნება 45 დღემდე. შევეცდებით, ასე იყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მეტ დეტალს შეიტყობთ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებები კოვიდპანდემიის პერიოდში დაკისრებული ჯარიმებისგან განთავისუფლდებიან, სარჯველაძის შეფასებით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება კლინიკებისთვის, მეტად იყვნენ ორიენტირებული პაციენტის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვუსმინოთ კლინიკებს და ვეცადოთ, რომ ხელისუფლებამ მხედველობაში მიიღოს ყველა მოთხოვნა, რომელიც შეიძლება იყოს დაკმაყოფილებადი, გაზიარებული. ამის დემონსტრირება გახლავთ, ამ შემთხვევაში, ეს ინიციატივა. გარკვეული ნაწილის, 20%-ის გადახდის შემთხვევაში, კლინიკებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ შეღავათი. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება კლინიკებისთვის, მეტად იყვნენ ორიენტირებული პაციენტის უფლებებზე და პაციენტის უსაფრთხოებაზე, უკეთესი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. უმჯობესია, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობები ხმარდებოდეს პაციენტის უფლებებს“ , – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები