მამუკა მდინარაძე – ისტორიული გადაწყვეტილება, მიღებულია
გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, ისტორიულია, მიღებულია, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალ წელს საქართველოს 600 000-ზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება.
„ჯერ კიდევ აგვისტოში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ვადა, როცა ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, ისტორიულია, მიღებულია. 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება ვალი. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც 2000 ლარზე ნაკლები ძირი ჰქონდა და შემდეგ გაუპრობლემდა. საუბარია იმ ადამიანებზეც, რომლებსაც გაუპრობლემდათ მას შემდეგ, რაც 2000-ზე ნაკლები თანხა დარჩათ გადასახდელი. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში და ახალ წელს, 600 000-ზე მეი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება”, – განაცხადა მდინარაძემ.
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 700 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები გაუნულდება.
“საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტიტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...