ორშაბათი, ივნისი 2, 2025

რუსთავში ორი კაცი ნარკოტიკული თრობისგან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ვიდეო

რუსთავში, ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოს „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, კაცებმა მძიმე ნარკოტიკული საშუალება ლეონიძის სკვერში მიიღეს, რამდენიმე წუთში კი გონება დაკარგეს.

ადგილზე დროულად მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. 43 წლის კაცი გონზე მალევე მოვიდა, შედარებით რთული იყო 28 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა. ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეა წულუკიანი – ოპოზიცია არის აბსოლუტურად თავგზააბნეული, არ აქვთ რაიმე ტიპის სტრატეგია, აქვთ მხოლოდ სპონტანური ტაქტიკური სვლები და თავს ხვევენ ბევრ გაუგებრობაში

კანონი ცალსახად ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე თუ შეგიფარდებს გირაოს, ის გირაოც დადგენილ ვადაში უნდა იქნას გადახდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე იძულებული ხდება, გირაოს შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებით. არ მგონია, ეს ვინმეს უკვირდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.წულუკიანის თქმით, ოპოზიცია თავგზააბნეულია და არ აქვთ რაიმე ტიპის სტრატეგია და თავს ხვევენ ბევრ გაუგებრობაში.„კანონი არის მკაფიო, ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსის, თუ სისხლის სამართლის პროცესუალურ კანონმდებლობაში ვერ ვნახავთ ვერც ერთ ნორმას, რომელიც შეიძლება იყოს ბუნდოვანი ან გაუგებარი. კანონი ცალსახად ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე თუ შეგიფარდებს გირაოს, ის გირაოც დადგენილ ვადაში უნდა იქნას გადახდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლეს იქ არ აქვს დიდი მიხედულების ფართო სფერო და არეალი, თუ არ არის გირაო გადახდილი, მოსამართლე იძულებული ხდება, ასე რომ ვთქვა, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გირაოს შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებით. არ მგონია, ეს ვინმეს უკვირდეს.რაც შეეხება, რატომ აქციეს ყოველივე ეს მათი გაგებით პოლიტიკურ სანახაობად, ჩემი აზრით, ისინი არიან აბსოლუტურად თავგზააბნეულები, არცერთ ოპოზიციურ ჯგუფს, ვინც პარლამენტის გარეთ არის, არ აქვს, როგორც მე ვფიქრობ და ვხედავ, რაიმე ტიპის სტრატეგია, აქვთ მხოლოდ სპონტანური ტაქტიკური სვლები, რომლებიც შემდეგ ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოდის და თავს ხვევენ ძალიან ბევრ გაუგებრობაში. ეს ყველაფერია, პოლიტიკის გარდა. თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მომხრეც მოიპოვოს და ამომრჩეველს გააგებინოს, რა უნდა და რისთვის იღწვის, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი სურვილი რეალური პოლიტიკის კეთება არ არის, ალბათ იმიტომ, რომ იციან, შანსი ნულზე ქვევით აქვთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გვარამიას გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ეწურება. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი – რუბიომ ლავროვთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა ტრამპის მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რუსეთის თხოვნით, სატელეფონო საუბარი გამართა.„რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ, რათა მიღწეული იყოს ხანგრძლივი მშვიდობა“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო უწყები სხლემძღვანელის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამიინისტრომაც გაავრცელა.

ხონის მე-13 დაწესებულება არის სააკაშვილის მმართველობის სიმბოლო, დასკვნით დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი იყო მწვალებელი, რომელიც კარცერებში პატიმრებს სჯიდა – თეა წულუკიანი

ხონის მე-13 დაწესებულება არის სააკაშვილის მმართველობის სიმბოლო, დასკვნით დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი იყო მწვალებელი, რომელიც კარცერებში პატიმრებს სჯიდა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ხონში განუცხადა. კომისიის წევრები დღეს ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისია დასკვნით დაადასტურებს, რომ სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო მწვალებელი, რომელიც კარცერებში პატიმრებს არაადამიანური მოპყრობის, წამების მსხვერპლად აქცევდა.„როდესაც პატივი მქონდა, მეხელმძღვანელა იუსტიციის სამინისტროსთვის, მაშინ ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსგან ბალანსიდან ბალანსზე გადმოვიტანეთ ხონში სასჯელაღსრულების ეს ყოფილი დაწესებულება, ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, რომელიც დღეს ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ დაათვალიერა. იმ დროიდან, მე მახსოვდა, რომ ხონის მე-13 სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულება იყო ერთადერთი ადგილი დღეისთვის საქართველოში, სადაც შემორჩენილია ე.წ. სააკაშვილის კარცერების შენობა. შევთავაზე კომისიის წევრებს, ეს ენახათ. დღეს მინდა, მადლობა გადავუხადო კომისიის წევრებს, ყველამ მოისურვა ამის ნახვა, რადგან იმ პერიოდის სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სისტემურ დანაშაულებს როდესაც იძიებ, რა თქმა უნდა, ეს შენი თვალით უნდა გქონდეს ნანახი.ჩვენ ვნახეთ კარცერების ის სისტემა, რომელიც, როგორც ერთ-ერთმა აქ მყოფმა ყოფილმა თანამშრომელმა, ვინც გიდობა გაგვიწია, თქვა, ზუსტად ისევეა ხელუხლებელი, როგორც იყო 2007-2008-2009 წლებში. კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებიც და ის, როგორ თვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, რადგან გარესამყაროსთან ყველანაირი კავშირი აკრძალული ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს ფოტომასალა და რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, შევა ჩვენს დასკვნაში, დასკვნას თან დაერთვება როგორც ფოტო, ასევე ვიდეომასალა ხონის მე-13 დაწესებულებისა, რაც არის სიმბოლო სააკაშვილის მმართველობის. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ კარცერებში პატიმრებს სჯიდა და შემდეგ არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სოზარ სუბარი სააკაშვილის რეჟიმის დროს ხონის პენიტენციურ დაწესებულებაზე: აქ ყოფნა პატიმრებისთვის წამება იყო, მითუმეტეს, ცემის თანხლებით, რის შედეგადაც დაავადებულები გამოდიოდნენ და მთელ ცხოვრებას შერყეული...

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ხონში, კომისიის გასვლით სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ხონში მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას მედიასთან იხსენებს.დეპუტატის თქმით, 4 კვადრატული მეტრი ფართობის კარცერი, სადაც 6 ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰყავდათ საშინელ პირობებში, ცემის გარეშეც ადამიანის წამებაა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ კარცერში პატიმრებს არ ჰქონდათ არანაირი პირობები, მათ ბეტონზე ეძინათ, რომელზეც ხშირად წყალს უსხამდნენ.დეპუტატმა ხონის პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კატასტროფული გავრცელების დეტალებიც გაიხსენა.„კარცერები, რომლებიც ვნახეთ, ფართობით 4 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ამ სივრცეში 6 ადამიანი ჰყავდათ ხოლმე რამდენიმე კვირის მანძილზე. სულ რომ ცემას არ ჰქონოდა ადგილი, ეს კარცერი კი არა, ადამიანის შეგნებული წამებაა. ყოფილი პატიმრები ჩვენს კომისიაზე ჰყვებოდნენ, რომ 1,5 კვადრატულ მეტრ ფართობში არ იყო არც ლეიბი, არც საწოლი - პირდაპირ ბეტონზე ეძინათ, ხშირად წყალს უსხამდნენ ამ ბეტონზეც და იყვნენ ამ სიტუაციაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, თან ყოველდღიურად სცემდნენ. ეს ყველაფერი ცემის გარეშეც წამებაა და მითუმეტეს, ცემის თანხლებით, რომლის შედეგადაც დაავადებულები გამოდიოდნენ ადამიანები და მთელ ცხოვრებას შერყეული ჯანმრთელობით ატარებენ. ასეთი პირობების გამო იყო ამდენი გარდაცვალების შემთხვევა. ამ ციხეში ტუბერკულოზი კატასტროფულად ვრცელდებოდა, რადგან საკნებში, სადაც ჰაერი არ მოძრაობს, ერთ ტუბერკულოზიანს შეუშვებდნენ ჯანმრთელ ადამიანებთან და შედეგად, რამდენიმე კვირის შემდეგ, ყველა თანამესაკნე დაავადებული იყო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, აქციების დროს, 112-ის ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ, სასამართლომ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავო გახადა, თუმცა, პროკურატურამ ხუტაშვილ-მუმლაძეს საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა.სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ზარალი 11 2000 ლარს შეადგენს.ცნობისთვის, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები