ქალს ქმარმა მობილური თავში ჩაარტყა, დედამთილმა კი აკვნის ჯოხით სცემა – შემთხვევა ხელვაჩაურში
რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა საპირისპირო ჩვენებები მისცეს. დედა-შვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.
შემთხვევა ზაფხულში, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, სიტყვიერი შელაპარაკება თავდაპირველად დედამთილსა და ოჯახში სტუმრად მყოფ რძლის დას შორის დაიწყო. აკვანთან მჯდომმა რძალმა საკუთარი დის გაჩუმება სცადა.
დაზარალებული ქალი: „აკვანთან ვიჯექი, ისინი შელაპარაკდნენ… მე ხელით ვუჯიკე ჩემს დას, გაჩერდი-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა… ამ დროს დივანზე იწვა ჩემი ქმარი, წამოდგა და გაშლილი ხელი სახეში ორჯერ დამარტყა, მობილური ტელეფონიც ორჯერ ჩამარტყა თავში…“
დედამთილი: შევლაპარაკდით და ჩემი რძლის და გამოექანა ჩემკენ, რძალმაც ტელეფონი მესროლა. მე ხან ერთს ვურტყამდი ხელს, ხან – მეორეს, ამიტომაც წავიქეცი, თავი რომ დამეცვა, აკვნიდან ჯოხი გამოვაძრე და ვიგერიებდი, არ დამირტყამს… დაზიანებები რძალმა ალბათ დივანზე წაქცევის დროს მიიღო“.
დაზარალებულის ქმარი: „ჩემი ცოლის და გაიწია დედაჩემისკენ, რა დროსაც დედა ოდნავ შეეხო ხელით, წადი, თავი დამანებეო. დედამ არტახის ჯოხი გამოიღო და იგერიებდა ჩემს ცოლს. მე გაშველების მიზნით მოვხვიე ხელები ორივეს და ერთად წავიქეცით დივანზე სამივე, რა დროსაც მიიღო ალბათ დაზიანება ჩემმა ცოლმა. მე მობილური მისთვის თავში არ ჩამირტყამს. მერე ორივეს მოვკიდე ხელი მაჯაზე და გავუშვი გარეთ…“
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
სიღნაღში სიძემ სიმამრი მოკლა
მკვლელობა სიღნაღში - სიძემ სიმამრი მოკლა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ოჯახური კონფლიქტის გაგრძელებაა. ეჭვმიტანილი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა. პოლიციის ჩარევის გამო კი...
უმძიმეს მკვლელობაში ბრალდებული პაპაც და შვილიშვილიც გაათავისუფლეს – ვინ მოკლა 5 ადამიანი ყანდაურაში?
11 ნოემბერს, ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართა....
დააკავეს დედა, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, შვილებს პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა
https://www.youtube.com/watch?time_continue=17&v=ZW_9mP-cdnQ&feature=emb_logo შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...
საგარეჯოში 70 წლამდე მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 70 წლამდე მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე დაჭრილია მისი ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი....
ქუთაისის ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა, ოჯახი უყურადღებობაში პენიტენციურ სამსახურს ადანაშაულებს
ქუთაისის ციხეში 15 ნოემბერს პატიმარმა თავი მოიკლა. ოჯახი უყურადღებობაში პენიტენციურ სამსახურს ადანაშაულებს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დედის გარდაცვალების...
ზესტაფონში მკვლელობა მოხდა
ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მკვლელობა მოხდა. პირველი არხის ინფორმაციით, მკვლელობა ავტოსადგომზე დასაქმებულებს შორის თანხის განაწილებასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს მოყვა. ერთ-ერთმა პირმა...