გლანდების ოპერაციის შედეგად მე-2 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა
“ნინო, ჩვენი ლამაზი, ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე მოსწავლე… ნამდვილი ანგელოზი… წავიდა და დაგვტოვა …დაგვიტოვა ღრმა მწუხარება გულში…
მოულოდნელად წავიდა ჩვენი სკოლის II კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორია, თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებს. წავიდა პატარა ანგელოზი და გულში მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა, რომელიც არასოდეს განელდება. ყოველი წუთი და წამი გვახსენებს მის ლამაზ, მოციმციმე თვალებს… ჩვენო პატარა ანგელოზო, მუდამ მომღიმარი, სულით ხორცამდე მშვენიერი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, სიყვარულითა და სიცოცხლით სავსე ემახსოვრები შენს მშობლიურ სკოლას” – გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა 155-ე საჯარო სკოლამ ფეისბუქ გვერდზე გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.
გლანდების ოპერაციამ II კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორიას სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგიკული ამბის შესახებ დრონი.ჯი-ს ოჯახის ახლობელმა შემედი რამ უამბო:
“ნინოს ოპერაცია გაუკეთეს ხიჩინაშვილის კლინიკაში გამოცდილ ექიმთან. გამოწერეს, სახლში იყო და 5 დღის შემდეგ დაეწყო დენა, ვერ მიასწრეს საავადმყოფოში და ტვინი გაეთიშა. შემდეგ რამდენიმე დღე იყო აპარატზე შეერთებული და გუშინ გარდაიცვალა. მიზეზი გარდაცვალების იყო ის, რომ ჭრილობამ ნაწიბური გაიკეთა, ე.წ. ფუფხს რომ ეძახიან, ის აწვებოდა თურმე, აორტას და გასკდა, არვიცი მილიონში ერთი ხდება ასეთი შემთხვევაო, მთელი სამეზობლო დაწყვეტილები ვართ, ისეთი კარგი ბავშვი იყო, სამი შვილი ჰყავს მის მშობლებს… არვიცი რა უნდა ვთქვა, 21-ე საუკუნეში გლანდების ოპერაციით აღარ უნდა კვდებოდნენ, ეს რა უბედურებაა”.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტში: “ქინძი”, “ქათამი”, “მამაძაღლი”, “არაკაცი”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა. პაატა მანჯგალაძემ განაცხდა,...
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...
დემურ გიორხელიძე: დელაკრუა რომ ვიყო, დავხატავდი, ქართველ რევოლუციონერ უფროსი თაობის ქალბატონს, პათეტიკურად რომ გაიძახის “შვილები ევროპულად უნდა გავზარდოო”
"დელაკრუა რომ ვიყო, დავხატავდი, გავაკეთილშობილებდი (ნახატზე) ქართველ რევოლუციონერ საშუალო და/ან უფროსი თაობის ქალბატონს, აი, სულ "შიგ ევროპაში რომ მიდის", პათეტიკურად...