მამუკა მდინარაძე – საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებით დასრულდება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
„ნაციონალური მოძრაობის ტრენდად იქცა შემდეგი მოცემულობა – მათ გონიათ, რომ თუ გაქვს ნაწარმოები მოღალატეობრივი პოლიტიკა, შემდეგ შეგიძლია აწარმოო პიარკამპანია და მოღალატედ გამოაცხადო სხვა, მას გადააბრალო ღალატი, გადაიტანო ყურადღება მთავარი თემიდან და ამით ცოდვები მიგეტევება შენი ქვეყნის წინაშე და ამით ხალხი მოტყუვდება. ეს არის მათი ნარატივი! მაგრამ ქართული საზოგადოება ასეთ ნარატივებზე არ ტყუვდება და ეს გამოჩნდება ძალიან კარგად 28 ოქტომბერს, როცა მათი პიარ კამპანია, რომელშიც ჩართულია მთელი ნაციონალური მოძრაობა თავისი ყველა აქტიური მხარდაჭერით სოციალურ ქსელებში თუ მედიის საშუალებით, თუ ყველა დანაყოფებით, დასრულდება იმით, რომ კიდევ ერთხელ განიცდიან ძალიან მწარე მარცხს პირველივე ტურში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებების საპასუხოდ საზოგადოებას წინა ხელისუფლების ქმედებები შეახსენა.
„გეტყვით რა დაზიანებები აქვს ქვეყანას მათი ღალატის შედეგად – მაამებლური განცხადებებით რომ დაიწყო 2004 წლიდან და გაგრძელდა 30-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტის გასხვისებით რუსულ კომპანიებზე. ეს გაგრძელდა შემდეგ დაკარგული კოდორით, რომელსაც ზემო აფხაზეთი უწოდეს, დაკარგული და რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორიებით, დამატებით 150 დაკარგული დასახლებული პუნქტით და პროვოკაციაზე წამოგებით, რამაც კიდევ უფრო გაუხსნა ხელ-ფეხი რუსეთს რომ თავისი საოკუპაციო პოლიტიკა ეწარმოებინა საქართველოს მიმართ და თავისი ისტორიული ზრახვები კიდევ ერთხელ აღესრულებინა ჩვენ ქვეყანაში. და ეს ადამიანები ლაპარაკობენ ღალატზე, რომელიც უნდა სხვას დააბრალონ ამ ყველაფრის შემდეგ. ხალხი არ მოტყუვდება! ქალბატონმა სალომემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ვინ არის ოკუპანტი და ვინ არის დამნაშავე ამ ორ სახელმწიფოს შორის ომში, ეს არის რუსეთი და ეს არ გადაიხედება!
28 ოქტომბერს არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება და ამას უზრუნველყოფს ქართველი ამომრჩეველი, ამას უზრუნველყოფს ის ხალხი, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან მყარად ედგა გვერდით და ისინი ასევე გააგრძელებენ ჩვენ მხარდაჭერას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...