კვირა, ივნისი 1, 2025

ერდოღანი: იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ხელმძღვანელობა წინაზე უარესი არ იქნება, ყველა ადმინისტრაცია იმედგაცრუების მიზეზი იყო, როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის უკეთეს ურთიერთობებს მოიტანს.

ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გააუმჯობესებს ურთიერთობებს თურქეთთან, თუმცა სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგან წარსულში ანკარა იმედგაცრუებული იყო როგორც რესპუბლიკელებით, ასევე დემოკრატებით.

„იმედი მაქვს, რომ ახალი ხელმძღვანელობა წინაზე უარესი არ იქნება. „F-35“-ის საკითხი არ იყო მხოლოდ დონალდ ტრამპის ვადის დროს განცდილი პრობლემა. ყველა ადმინისტრაცია იმედგაცრუების მიზეზი იყო. როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები იწვევდნენ იმედგაცრუებას. ვნახავთ, გაგრძელდება თუ არა ეს ახალ ერაში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთის მცდელობას, დაიბრუნოს 1.45 მილიარდი დოლარი, რომელიც მას F-35-ის პროგრამიდან ეკუთვნის.

„ეს მცირე თანხა არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი აშშ-სთან ურთიერთობას არჩევნების შემდეგ გადააფასებს, ახალი ადმინისტრაციის მიდგომის შესაბამისად.

ერდოღანმა ასევე ისაუბრა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო ძალისხმევაში თურქეთის ჩართულობაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მზადყოფნა, უმასპინძლოს შესაძლო სამშვიდობო კონფერენციას.

„ჩვენ ალბათ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც ყველაზე მეტად სურს სამართლიანი მშვიდობა უკრაინა-რუსეთის ომში. დიპლომატიასა და დიალოგს შეუძლია, დაასრულოს ეს კონფლიქტი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მომენტში ამასთან ახლოს არ ვართ“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ინარჩუნებს ღია საკომუნიკაციო არხებს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან.

თარგმანი: პირველი არხი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას-ბერა ივანიშვილი კვარას გამარჯვებას ულოცავს

,,ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას''-ბერა ივანიშვილი კვარას გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. 

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, ბინგოლში, კიგის რაიონში კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კალაძე და კვარაცხელია – 2 ქართველის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

გუშინ ფეხბურთის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, დიდი დღე იყო. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე 2003 და 2007 წლებში კახა კალაძის „მილანი“ 2-ჯერ გახდა ჩემპიონი. თუმცა ამ დრომდე ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონატში გოლი გაიტანა.კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას გამოეხმაურა:„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

პარიზში, სადაც „პსჟ“-ს გამარჯვებას აღნიშნავდნენ, 2 ადამიანი დაიღუპა

მასობრივი არეულობების შემდეგ, რომლებიც საფრანგეთში საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოხდა, პოლიციამ სულ მცირე 559 ადამიანი დააკავა.როგორც Le Figaro წერს, არეულობების დროს სულ მცირე 192 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის 22 თანამშრომელი და შვიდი მეხანძრე. პოლიციამ დააფიქსირა 264 სატრანსპორტო საშუალების დაწვა.დაღუპულია ორი ადამიანი. კომუნა დაქსში 17 წლის მოზარდს, რომელიც „პსჟ“-ს გამარჯვებას ქუჩაში ზეიმობდა, გულმკერდში დანა ჩაარტყეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პარიზის მე-15 ოლქში კი მანქანა დაეჯახა ქალს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა. ქალი გარდაიცვალა.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 300-მდე დაკავებულის შესახებ.

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავსხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

ბოლო სიახლეები