![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/05/Screenshot-2024-05-25-234510.png)
3 დაღუპული, 40-მდე დაშავებული და 11 დაკარგული – ხარკოვის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგები
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, სამშენებლო ჰიპერმარკეტზე რუსული ძალების თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 38.
სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ, თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს ვიზიტორებისა და თანამშრომლების დროული ევაკუაციისთვის.
“თუმცა, განგაშის სიგნალიდან რამდენიმე წუთში შენობის ცენტრალურ ნაწილზე ორი დარტყმა მოხდა. თავდასხმის შედეგად გაჩნდა მასშტაბური ხანძარი”, – განმარტავენ კომპანიაში.
დაღუპულებს შორის, ორი სწორედ სავაჭრო ცენტრის თანამშრომელია, ხოლო 11 ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ და ვერც უკავშირდებიან.
ხარკოვის საოლქო პროკურატურამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც თავდასხმის მომენტს ასახავს.
შეგახსენებთ, 25 მაისს, ნაშუადღევს რუსული არმია თავს დაესხა ხარკოვის სამშენებლო ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრს“, რის შედეგადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრეებმა რამდენიმე საათში შეძლეს.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევაში
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ადამიანის უფლებების დარღვევებში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ...
ჯოზეფ ბორელი: საქართველოზე გადაწყვეტილებები დღეს არ იქნება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ბოლო პერიოდში...
კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა
კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი მიიღო. კანადის ფედერალურმა მთავრობამ, კანონპროექტი, რომლის მიზანიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლაა და უცხოელ...
სტოლტენბერგი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეთანხმებაზე: ავტორიტარული სახელმწიფოები ერთიანდებიან
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აჩვენებს იმ ფაქტს, რომ ავტორიტარული...
პაველ ჰერჩინსკი: ჩინეთს შეუცვლელ პარტნიორად განვიხილავთ, ამავდროულად, ვცდილობთ რისკ-ფაქტორების შემცირებას – საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან
ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, ამავდროულად, ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკ-ფაქტორების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული, –...
ნახეთ დეტალები-მიგრანტების 2 ნავი ჩაიძირა, 60-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე ორი ნავი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს სანაპირო დაცვასა და გაეროს სააგენტოზე დაყრდნობით. ბოლო ცნობებით, ნაპოვნია...