სამშაბათი, ივნისი 3, 2025

გია აბაშიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ეს სტრუქტურა არაა პოლიტიკური პარტია, რომ ატირაჟიროს პოლიტიკური, თანაც დამახინჯებული გზავნილები

“გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე თავის დასკვნაში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა არა დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტები, არამედ გამრუდებული პოლიტიკური ნარატივები, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვენეციის კომისიის 2024 წლის 21 მაისის დასკვნას საქართველოს კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ეს სტრუქტურა {ვენეციის კომისია} არაა პოლიტიკური პარტია, რომ ატირაჟიროს პოლიტიკური, თანაც დამახინჯებული გზავნილები. „”გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე თავის დასკვნაში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა არა დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტები, არამედ გამრუდებული პოლიტიკური ნარატივები. კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ეს სტრუქტურა არაა პოლიტიკური პარტია, რომ ატირაჟიროს პოლიტიკური, თანაც დამახინჯებული გზავნილები. სამწუხაროა, რომ სუვერენულ საქართველოზე ქართული კანონის დამუნათების ფერხულში ვენეციის კომისიისგანაც შევიტყვეთ ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტებით მსჯელობა, რაც, ჩემი აზრით, განგებ არის და არა უნებლიეთ. ფაქტების უკიდურესი დამახინჯება პროფესიონალური შეფასება ვერ იქნება. დასანანია, რომ დეპოლარიზაციის მომხრე დასავლეთის კიდევ ერთი საკონსულტაციო სტრუქტურიდან ჩანს ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის წახალისების აშკარა ნიშნები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც თვალსაჩინოა, რომ ჯეროვნად არ იცნობენ ქართული საზოგადოების უმრავლესობის განწყობებს“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ავტობუსი მოცურდა, აალდა წინა მხარე, მოხდა ჭყლეტა, გვეგონა ცეცხლი მოგვედებოდა…”- რა მოხდა წეროვანთან

წეროვანთან მეტროს ავტობუსი მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა - ინფორმაციას "მოგზაურთა კლუბში" მოქალაქე ავრცელებს და წერს:"წეროვანთან ვიგრძენით რომ ავტობუსმა გააკეთა რთული მანევრი,საშიში, შევხტით გაქანდა მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, მთელი სიჩქარით წავიდა გზიდან მარცხნივ და დაეჯახა ბორდიულებს.აალდა წინა მხარე, ფორსაჟივით განათდა ყველაფერი, აქ უკვე კივის ყველა და ვდგებით, მოხდა ჭყლეტვა, დამეცა 5 ადამიანი თავზე.კარი არ იღება. ვკივით, არ იღება. ასე სადღაც 2 წუთი. ყველა ველოდებით რომ ეს ცეცხლი მოგვედება და ცოცხლად დავიწვებით ხალხი. დავიწყეთ შუშის ჩატეხვა, ვერ ჩატყდა.საბოლოოდ წინა კარი გაიღო და გადმოვედით.მთელ გზაზე დაიღვარა ბენზინი.ბორდიულები არის შეტეხილი.ჯანმრთელობით ყველა გავხდით ცუდად, დედაჩემი დარბოდა ფეხშიშველი და ეხმარებოდა ხალხს.მე დავიწყე ტირილი, ვტირით ყველა და ვზეიმობთ გადარჩენას.მე არვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ ამბავს ჩვენ ესე არ დავტოვებთ.აქვე: გამცილებელი ბიჭი ადიოდა და თითოეული ნივთი მისი სიცოცხლის ფასად ვამოჰქონდა იმიტომ რომ არაფერი იყო იმ წამს უსაფრთხო, უდიდესი მადლობა ამ ადამიანს ჩემი ოჯახისგან.ჩვენ დავიბადეთ მეორედ.ხვალვე ველოდებით ამ კომპანიის პასუხისმგებლობას.მეტროს ავტობუსი მოგვიცურდა 2 საათის წინ წეროვანთან.რა გადავიტანეთ, რას გადავრჩით მაგას არ მოვყვები, ვერ გამოვდივარ ისტერიკიდანსხვები როგორ ხართ? აქ ვკითხულობ გამიზნულად, ბევრი იქნებით",-წერს ნინა ჟვანია.

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.

როგორი ამინდი იქნება 3 ივნისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

3 ივნისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +20 - წვიმასოხუმი +21 - წვიმაზუგდიდი +21 - წვიმამესტია +16 - მოღრუბლულიფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +20 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +19 - წვიმაბორჯომი +15 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +22 - წვიმარუსთავი +26 - წვიმათბილისი +24 - წვიმა

ბოლო სიახლეები