პარასკევი, მაისი 9, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე  მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

მცხეთაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ალუდა ღუდუშაური, გია ბენაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.
შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების” მიზანი არჩევნებში გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში. დღეს შეხვედრა მქონდა მცხეთაში, რეგიონის პარტიის აქტივთან. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მიმოვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. ძალიან მაგარი, საბრძოლო განწყობაა. ჩვენი მთავარი მიზანია, პარტია მივიდეს ძალიან ძლიერად მობილიზებული არჩევნებისთვის და ძლიერად გავიმარჯვოთ. ეს არის მთავარი გზავნილი. მე გავუზიარე ჩემი შეფასებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,  რაც ხდება ბოლო პერიოდში საქართველოში, მთელს მსოფლიოში და რეგიონში.

მოგეხსენებათ, ძალიან რთული ვითარებაა, ამიტომ, საჭიროა ჩვენი ქვეყანა მშვიდად, სტაბილურად, როგორც ვითარდება, ასე გაგრძელდეს ვითარება საქართველოში. საფრთხეები და რისკები არსად წასულა. ომი გრძელდება უკრაინაში და ალბათ დიდხანს გაგრძელდება, არავინ იცის როდის დამთავრდება ეს ომი, ამიტომ საჭიროა მობილიზება, სიფრთხილე  და ძალიან მტკიცედ ყოფნა. ჩვენი ხელისუფლების და  საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ რაიმე პროვოკაციები ქვეყანაში”, – ირაკლი ღარიბაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. მცხეთა მთიანეთის გარდა,  შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის მხარეში.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები