ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი – ზაალ ანჯაფარიძე
„ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას.
ანჯაფარიძის თქმით, ევროპარლამენტი გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის.
ანალიტიკოსის აზრით, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი.
„ევროპარლამენტის მორიგი ყბადაღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა საქართველოს ეპყრობა როგორც მაფიის ნათლიმამა დონ ვიტო კორლეონე. ანუ გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის.
თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ამ რეზოლუციაშიც, ისევე როგორ წინა რეზოლუციებში, დიდი ფულია გადახდილი და ამასაც მალე გავიგებთ რა უნდა იფიქროს და იგრძნოს საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, როდესაც ამერიკელი და ევროპელი კონგრესმენები, პარლამენტარები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და ექსპერტები მას ეუბნებიან, რომ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის მმართველობის დროს საქართველო ევროპულ რეფორმებს ატარებდა და ეხლა თურმე ევროპული გზიდან გადაუხვია. ანუ, მათი ლოგიკით საქართველოს მოსახლეობამ თურმე შეცდომა დაუშვა, რომ 2012 წელს ნაცმოძრაობა ხელისუფლებას ჩამოაშორა.
ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...