თინა ბოკუჩავა: საქართველოს ევროპელი მეგობრები ცდილობენ, საქართველოს ევროპული მომავალი გადაარჩინონ
ევროპარლამენტის მხრიდან ამგვარი მკაცრი ოფციების განხილვა, მათ შორის, შესაძლებელია პერსონალური სანქციების განხილვის დაწყებაც კი, ბუნებრივია, გასაკვირი ვერ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ცხადად ამბობენ, რომ წარდგენილი კანონპროექტი ევროინტეგრაციის გზაზე წინაღობაა.
„საქართველოს ყველა საერთაშორისო მეგობარი, ეს იქნება აშშ-ის თუ ევროკავშირის სხვადასხვა ორგანო, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისია თუ ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები, ცხადად ამბობენ, რომ რუსული კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე წინაღობაა. სწორედ ამიტომ ისინი ივანიშვილს მოუწოდებენ, რომ რუსული კანონი პარლამენტიდან გაიწვიოს და საქართველოს მოქალაქეების ნება გაითვალისწინოს, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ევროპული არჩევანი დაიცვან. ამიტომ ევროპარლამენტის მხრიდან ამგვარი მკაცრი ოფციების განხილვა, მათ შორის, შესაძლებელია პერსონალური სანქციების განხილვის დაწყებაც კი, ბუნებრივია, გასაკვირი ვერ იქნება, რადგან ქართველ ხალხთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც მხარდამხარ ყოველდღე რუსთაველზე დგანან, საქართველოს ევროპელი მეგობრები ცდილობენ, საქართველოს ევროპული მომავალი გადაარჩინონ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...