პრემიერი: კეზერაშვილს საწყალ დევნილად გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ასეთ პირობებში ფასი ვერ ექნება
წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებს შეეხებოდა.
მისივე განცხადებით, სამწუხაროდ სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში და არ შეიძლება მაგალითად რასა იუკნევიჩიენე წარმოადგენდეს ევროკავშირს.
„თქვენ გახსოვთ 3 რეზოლუცია, სადაც ისინი კეზერაშვილს აცხადებდნენ მაგალითად საწყალ დევნილად, სადაც აცხადებდნენ სააკაშვილს და გვარამიას პოლიტპატიმრებად და სადაც ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა არავითარი ფასი აღარ აქვს საზოგადოების თვალში ევროპარლამენტის რეზოლუციებს. სამწუხაროდ სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში, რომლებიც საბოლოო ჯამში ახერხებენ საკუთარი რეზოლუციების გატანას.
ეს არის უკიდურესად არა ევროპული მოვლენა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ევროპა მოახერხებს და დაძლევს ასეთი ტიპის პრობლემებს, რომლებიც დღეს სამწუხაროდ სახეზეა. ჩემთვის აქვს ფასი სიმართლეს, ფაქტებს და არგუმენტებს. როდესაც ვხედავთ სიცრუეს, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ქართველი თუ უცხოელი, სიცრუე არის სიცრუე.
შესაბამისად, ერთადერთი რასაც აქვს ჩვენთვის ფასი ეს არის სიმართლე, ეს არის ფაქტები, არგუმენტები. როდესაც კეზერაშვილს საწყალ დევნილად გიცხადებენ, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარის განცხადებას ასეთ პირობებში ფასი ვერ ექნება. როდესაც საუბრობენ „დებიძინიზაციაზე“, რა თქმა უნდა, ამასაც ვერავითარი ფასი ვერ ექნება, ეს უბრალოდ სამარცხვინოა, არ შეიძლება რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე, რასა რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟი. არ შეიძლება ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდეს ევროკავშირს,“- აღნიშნა პრემიერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...