“ვოი, მამულო… შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა” – ტარიელ ხარხელაური
ტარიელ ხარხელაურის ფეისბუქგვერდზე ემოციური ლექსი ქვეყნდება. ხევსური პოეტის პოეზიის მოყვარულებს დიდი სიამოვნება გელით.
***
“დღეს ჩემი ქვეყნის ყველა ძარღვი არის გახსნილი,
და შეუწყვეტლივ მოდის სისხლი ყველა წყლულიდან,
დგას საქართველო დაბზარული და, თავდახრილი,
სხვა საქართველო შემომკვნესის ღრმა წარსულიდან.
იმ საქართველოს დღევანდელი არაფრით არ ჰგავს,
იმ საქართველოს ახლანდელი აღარც ჩრდილია,
გამოიღვიძეთ ქართველებო! – სამშობლოს ვკარგავთ,
ვკარგავთ თუ… უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია.
ვერ შევეგუე ჩემს მამულში სხვა თესლის წანწალს,
არ ეკადრება არც მამულს და არც ჩემს ღირსებას,
სამშობლოს იქით სიყვარული მამულის არ მწამს,
კვნესის გული და სინანულის ცრემლით ივსება.
ვოი მამულო, გაძარცვულო უფლის ტაძარო,
ვოი მამულო, რა მწუხარედ რეკვენ ზარები,
ყველა კარები ჩამოხსნილი მხვდება საძვალის
და ძვალთა ნაცვლად აკლდამებში ჰყეფენ ქარები.
ვოი მამულო, დანაცრულა ყველა მზე თუკი
არ განკურნულა ყველა წყლული შენი ღიობის,
შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა,
მთელი სამყარო ამ შეშლილი კაცობრიობის.
შენში ვარ – უფრო მენატრები, უფრო მწყურიხარ,
მწუხრისას შენ წინ მუხლს ვიდრეკ და მკერდზე გეხები,
ვოი მამულო, ტკივილებით ისე სრული ხარ,
ჭრიალი მესმის დაღუნული შენი ხერხემლის.
დავიღალე და, შენც დაგღალე მოთქმით, გოდებით,
იმედი უფლის – სხვა საშველი არ ჩანს არსაით,
გავდივარ შენგან, საწყისს ჩემსას ვუახლოვდები,
და მიმაქვს გული, მიმაქვს გული ცივი ქვასავით
– შუაღამეა, ფერგადასულს შევყურებ ცარგვალს,
დედამიწაზე გალეული მთვარის ჩრდილია,
გამოიღვიძეთ ქართველებო! – სამშობლოს ვკარგავთ,
ვკარგავთ თუ … უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია…”
ტარიელ ხარხელაური
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...