კელი დეგნანი: კანონპროექტი დააბრუნეს იმისთვის, რომ არავინ იყოს “ოცნების” კრიტიკოსი, ან ოქტომბრის არჩევნების სამართლიანობაზე კომენტარი გააკეთოს
საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების ფაქტს ეხმიანება და ხელისუფლებას აკრიტიკებს.
„ახლა ქართველები ისევ ქუჩაში არიან, როცა მმართველი პარტია პარლამენტში ამ რუსული სტილის კანონპროექტის ინიციირებას ახდენს. გუშინ პირველი მოსმენით მიიღეს და არ გამიკვირდება, თუ ხალხის ნების მიუხედავად, ეს პროცესი ბოლომდე გავა. ვფიქრობ, რომ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შესაძლოა, ხელახლა შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები”,– განაცხადა დიპლომატმა.
დეგნანი მიიჩნევს, რომ “კანონპროექტი დააბრუნეს იმისთვის, რომ არავინ იყოს მათი კრიტიკოსი ან გააკეთოს კომენტარი ოქტომბრის არჩევნების სამართლიანობაზე”.
“სხვა ახსნა ნამდვილად არ მაქვს იმ კანონის აღდგენის საბაბზე, რომელიც საზოგადოებამ ასე სერიოზულად უარყო”, – დასძინა მან.
“ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით და მაგალითებით, როცა თავისუფლებისმოყვარე ქართველებმა, თქვეს „საკმარისია”. არ ვიცი, რა გამოიწვევს ასეთ ბრძოლას ამჯერად, შესაძლოა, ეს იყოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ ან კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში, ან სრულიად სხვა რამე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებლობის სულისკვეთება კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...