არჩილ თალაკვაძე: პარლამენტმა, „ქართულმა ოცნებამ“ და უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვს
არჩევნები და საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ საქართველოს პარლამენტმა, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
მისი შეფასებით, როდესაც საკითხი ეხება საარჩევნო საკითხებს და კანონმდებლობას, ოპოზიცია ამბობს ერთს და მეორეს – აკეთებს.
„ჩვენ მივიღეთ ცვლილებები, რომლითაც საქართველოს აქვს და მომავალში ექნება კიდევ უფრო სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეების მეტი ნდობით აღჭურვილი ადმინისტრაცია და რაც მთავარია, გამოირიცხება ყველა პოლიტიკური სპეკულაცია, რაც მანამდე იყო ხოლმე არჩევნებიდან არჩევნებამდე. მოდი, ვნახოთ, ვინ გვესაუბრება საარჩევნო ადმინისტრაციაზე? გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებმაც არჩევნებთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირეს არცერთ პროგრესულ და დემოკრატიულ რეფორმას. სამაგიეროდ, ზუსტად ამ რეფორმების დამსახურებით არიან დღეს პარლამენტში წარმოდგენილი. ამ რეფორმების დამსახურებით ამ ოპოზიციიდან თითოეული დაფინანსებას იღებენ, ამ რეფორმების დამსახურებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს სატელევიზიო ეთერებზე აქვთ წვდომა და რეფორმების დამსახურებით დღეს პარლამენტი პოლიტიკურად უფრო პლურალისტურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
თქვენ ხართ ოპოზიცია, რომლებიც აპროტესტებდით 5%-იან ბარიერს და თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც ჩვენ 43%-იან ბარიერს გვიწესებდით. თქვენ თვითონ არ გინდათ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოთ და როდესაც იყო პოლიტიკური მოლაპარაკებები ჩვენთვის გინდოდათ 43%-ის დაწესება, მაშინ როდესაც ამტკიცებდით, რომ თუ პარტია 43%-ს არ გადალახავს, მას უფლება არ უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღოსო. ეს ოპოზიცია ხართ თქვენ – ორმაგი სტანდარტების გამტარებელი და დღესაც რასაც საუბრობდით, პირდაპირ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...