ნინო ლომჯარია: ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ერთპარტიული თუ ერთპიროვნული მმართველობა
ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ერთპარტიული თუ ერთპიროვნული მმართველობა – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებმა ეს როლი შეასრულოს , – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტა“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ„პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი ხედვა არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ერთპარტიული მმართველობის ცვლილება. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ამ პროცესში ნეიტრალური ვარ და არ მაინტერესებს, რა მოხდება. ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ერთპარტიული თუ ერთპიროვნული მმართველობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებმა ეს როლი შეასრულოს.
ამ ვითარებას ოპოზიციური პარტიები მომზადებულები უნდა შეხვდნენ. ჩემი ხედვაა, რომ უფრო გონივრული და სტრატეგიული მიდგომა გამოიჩინონ. იქ, სადაც ლოგიკურად არის შესაძლებელი პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და მსხვილი პოლიტიკური ცენტრების შექმნა, ეს უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს 5%-იანი ბარიერი , 1%-იანი ბარიერი რომ იყოს, სხვა ვითარება იქნებოდა. როდესაც გვაქვს 5%-იანი ბარიერი და თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს და კოალიციური მმართველობა მოვიდეს, მაშინ პარტიები შესაბამისი სტრატეგიული კონფიგურაციებით უნდა უპასუხონ ამ მდგომარეობას. ჩემი ხედვა იყო რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება იმისათვის, რომ ხმები არ დაიკარგოს“,- განაცხადა ლომჯარიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...