კრემლში აცხადებენ, რომ რომის პაპის მოწოდება მოლაპარაკებისკენ გასაგებია და რუსეთი მზად იყო, თუმცა კიევმა ეს იდეა უარყო
კრემლში აცხადებენ, რომ რომის პაპის მოწოდება მოლაპარაკებისკენ გასაგებია და რუსეთი მზად იყო ამისთვის, თუმცა კიევმა ეს იდეა უარყო იმის იმდედად, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთის დამარცხება შეიძლებოდა.
„სამწუხაროდ, როგორც პაპის, ასევე სხვა მხარეების, მათ შორის, ჩვენს განმეორებით განცხადებებზე მოლაპარაკებების შესახებ, ბოლო პერიოდში აბსოლუტურად მკაცრი უარი იყო კიევიდან“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენებიც კარგად აჩვენებს, რამდენად შესაძლებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხება.
რომის პაპის ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. აღნიშნულ ინტერვიუში ჟურნალისტი პაპს ეკითხება: „უკრაინაში არიან ისეთებიც, რომლებიც გამბედავად დანებებისკენ მოუწოდებენ, „თეთრი დროშის“ აღმართვისკენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძლიერის ლეგიტიმაციას ახდენს, თქვენ რას ფიქრობთ?“ ამ შეკითხვაზე რომის პაპის პასუხი ასეთი იყო: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ისაა, ვინც აფასებს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, ვისაც აქვს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები. დღეს ასეთი მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია საერთაშორისო ძალებით. სიტყვა მოლაპარაკებები გამბედავი სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე კარგად არ მიდის, შეგიძლია გქონდეს გამბედაობა და აწარმოო მოლაპარაკებები“.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის! – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა. 44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში...
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...
ძალიან მძიმე ვითარება-ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა...