პენტაგონი: საქართველო აშშ-სთვის „უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია“
პენტაგონში განმარტავენ, რომ საქართველო შეერთებულ შტატებთან საერთო ღირებულებებს და ინტერესებს იზიარებს.
ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ რობერტ კარემმა ისაუბრა:
„რთულია არ მოიხიბლო და გაკვირვებული არ დარჩე იმ პროგრესით, რომელიც საქართველომ განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დღემდე ოკუპირებული აქვს. საქართველო თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციითა და გატარებული რეფორმებით სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა. ასევე შთამბეჭდავია ის წვლილი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებს ჰყავდეს პარტნიორი ქვეყანა, საქართველო, რომელიც მზადაა საერთო უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ“, – ნათქვამია სტატიაში.
კარემმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილსაც. მან იმ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას მიაგო პატივი, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში სამხედრო მისიის დროს დაიღუპა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...