შაბათი, მარტი 14, 2026

ანა კაკაბაძე: ოპოზიციის წევრები ათასობით ლარს იღებენ იმაში, რომ არაფერი აკეთონ, ისინი სხდომებსაც არ ესწრებიან

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ანა კაკაბაძემ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც საკრებულოს სხდომებს იშვიათად ესწრებიან. ანა კაკაბაძემ სტატისტიკაც მოიყვანა ოპოზიციის იმ წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან.

„იმ ოპოზიციონერ კოლეგებს განსაკუთრებით მივესალმები, რომლებიც თვეების განმავლობაში არ გვინახავს ამ დარბაზში. შეიძლება მათ სახეზეც ვერ ვცნობდე და  ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც  მოქალაქეებმა აირჩიეს,  შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, რომ სამუშაო ადგილას ვერ ვხედავდეთ. მართლა გულწრფელად გამიხარდა, დღევანდელ სხდომაზე დიდი რაოდენობით რომ იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან სხდომის დაწყებიდან მალევე უმეტესობამ დაგვტოვა. ისინი იღებენ თბილისის მოქალაქეების გადასახადებიდან ათასობით ლარს იმაში, რომ არაფერი აკეთონ. შეიძლება წლები გავიდეს და  საკრებულოს სხდომათა დარბაზში ნამყოფებიც არ იყვნენ.  არც კი ვიცი,  იციან თუ არა როგორ უნდა მოვიდნენ თბილისის საკრებულომდე.

მე მაქვს ამოღებული სტატისტიკა, დაგისახელებთ სამ ადამიანს, რომლებიც 2023 წელს სხდომების 85%-ს არ დასწრებიან. ესენი არიან ბიკაშვილი თორნიკე, გრიგოლია შოთა და ეძგვერაძე ირაკლი. სხდომების 70%-ს არ დასწრებია სოფიო ჯაფარიძე, ასევე ზვიად კუპრავა. აგრეთვე გულწრფელად მინდა მივესალმო „ახალ სახეებს“ ქართულ პოლიტიკაში: გოგა ონიანს და ნინო კვიტაიშვილს. ესენი არიან თურმე „ახალგაზრდები“, რომლებიც გვარამიას გუნდს შეუერთდნენ.  ძალიან უცნაურია, მე მახსოვს ეს ადამიანები დაახლოებით 10 წლის წინაც, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, მახსოვს გოგა ონიანი როგორ იყო ჩართული ზონდერულ საქმიანობაში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დავივიწყეთ და დღეიდან ახალ პლატფორმას ქმნიან, ახალგაზრდებით სავსეს, რომლებიც თურმე შემოგვთავაზებენ პოზიტიურ პლატფორმას“,  –  განაცხადა ანა კაკაბაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა თბილისის ბიუჯეტის ზრდაზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის ქვეპროგრამაზე. მისი განცხადებით, ამ პროგრამას დღეიდან დაემატება 250 ბენეფიციარი. ანა კაკაბაძემ ბიუჯეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება – აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს

უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქრობ ორბანი აცხადებს.ვიქტორ ორბანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და უნგრელი ხალხი კვირას დაგეგმილ „მშვიდობის მარშზე“ მიიწვია.„მოგიწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდეთ, რათა უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ. უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება. აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს“, - განაცხადა ორბანმა.მისი თქმით, „უნგრელი ექსპერტები კიევში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან, თუმცა მათ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე წვდომის უფლებას არ აძლევენ“.„დღეს უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის მე-19 დღეა. ზელენსკი ნავთობსადენს კვლავ არ ხსნის. მან იცის, რომ ამას უნგრეთისთვის და სლოვაკეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ორბანმა.ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, „დრუჟბას“ „ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე იერიში მიიტანეს 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ განცხადება ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „გასულ ღამეს აშშ-ის ძალებმა ირანში, ხარგის კუნძულზე მასშტაბური, ზუსტი დარტყმა განახორციელეს. დარტყმის შედეგად განადგურდა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების საწყობი, ბუნკერები და სხვა მრავალი სამხედრო ობიექტი. აშშ-ის ძალებმა წარმატებით მიიტანეს იერიში 90-ზე მეტ ირანულ სამხედრო სამიზნეზე ხარგის კუნძულზე, ნავთობის ინფრასტრუქტურის შენარჩუნების პარალელურად“, – აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული. დონალდ ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას.

ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის.კაცმა ასევე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის კუნძულ ხარგზე მიტანილი იერიშები და ოპერაციას ირანის წინააღმდეგ განხორციელებული „მძიმე დარტყმა“ უწოდა.მისივე თქმით, ეს იყო „შესაფერისი პასუხი ჰორმუზის სრუტეში განთავსებულ ნაღმებზე“.ცნობისთვის, აშშ-ში კვირის დასაწყისში  განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს გემებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ნაღმებს ამონტაჟებდნენ. ირანი უარყოფს საზღვაო გზაზე ასაფეთქებელ მოწყობილობებს დაყენებას.ჟურნალისტებთან საუბრისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები „აგრძელებენ ძლიერი დარტყმების ტალღას თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიებზე“.ამასთან, მისივე თქმით, კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია, თუ არსებულ რეჟიმს დაამხობენ.

სოფელ კურსებში მეწყერი ისევ აქტიურია

სოფელი კურსები ისევ სტიქიის ეპიცენტრია. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის სტაბილიზაცია შეიმჩნევა, თუმცა, გარკვეულ ტერიტორიებზე მეწყერი პერიოდულად აქტიურდება.გეოლოგები მუშაობენ დასკვნის პირველად ვერსიაზე, რაც მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. სტიქიის ზონაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში.12 მარტს ჩამოშლილი მიწის მასით 58 ჰექტარი ტერიტორია დაიფარა. კურსებში დაინგრა 10-ზე მეტი სახლი, დაზიანდა სასაფლაო, საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო 45 ოჯახი ხელისუფლებამ უსაფრთხო ადგილას გაიყვანა.

ირაკლი კობახიძე – საქართველო გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც

საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს.„ეს კვლევა საინტერესოა და, ზოგადად, ყველა ინდექსი, რეიტინგი შეგიძლიათ ნახოთ – საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა. საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს და ეს კვლევაც არის ამის გამოხატულება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები