სამშაბათი, სექტემბერი 8, 2026

ირაკლი კობახიძე – გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და პირველად ისტორიაში შეადგინა 8.14 მილიარდი აშშ დოლარი

ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა – 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი, 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო.

„გაუმჯობესდა ასევე რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც, რომელსაც ზომავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით. ადეკვატურობის 100 %-იან ზღვარს ვაჭარბებთ და ადეკვატურობის მაჩვენებელი შეადგენს 128.2 %-ს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სფეროში გვაქვს ძალიან გამართული მონაცემები და პოლიტიკა. არასრულ ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას ახორციელებს და იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2.5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. რა თქმა უნდა, ამისთვის ეროვნულ ბანკს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით.

„ამ კუთხით, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს, როდესაც ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე, შესაბამისად ამით გაიზარდა ჩვენი საერთო რეზერვების მოცულობა. მთლიანობაში, მიმდინარე წელსაც 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა. ოქროს წილი ჩვენს საერთო რეზერვებში შეადგენს 14 %-ზე მეტს. კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს მადლობა ეფექტიანი მუშაობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ადვოკატი – მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში? სიტყვა-სიტყვით არ სრულდება?

მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში? სიტყვა -სიტყვით არ სრულდება? ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს ახალი, უფრო მძიმე ბრალდების პირობებში, სასჯელი 3 წლამდეც შეუმცირდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაებრალებინათ არარსებული დანაშაული, - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გელაშვილი წერს, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარტოს უწევს ბრძოლა მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ.ამასთან, ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან არათუ ზოდები, არამედ ერთი ოქროს ნივთიც კი არ ამოუღიათ.„მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში? სიტყვა-სიტყვით არ სრულდება? ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს ნაკლები ბრალდების ეპიზოდების პირობებშიც კი, მიუხედავად ბრალდებულთა სურვილისა, არ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო ახალი, უფრო მძიმე ბრალდების პირობებში, სასჯელი 3 წლამდეც შეუმცირდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაებრალებინათ არარსებული დანაშაული!ქრთამი - ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, გარდა პირის ჩვენებისა, რომელმაც ამ ჩვენებით მიიღო სამართლებრივი სარგებელი, სასჯელის არათუ განახევრება, არამედ რეალური სასჯელის მესამედი!მე, როგორც ადვოკატი, სხვის საქმეს არ განვიხილავ, ყველას თავისი „სიმართლე“ და ღირსება აქვს, მაგრამ ვისაც ეჭვი გეპარებოდათ, ვინც აბსურდულს უწოდებდა წერილს, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მიმდინარეობს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ნიშნით დევნა, კიდევ ვერ დარწმუნდით?სწორედ ბრალის ასეთ ფორმულირებას გულისხმობდნენ, როცა ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნების 1-%- იან დასაშვებობის გადაზღვევაზე წერდნენ! რუბიკონი გადალახულია!მივმართავ პროკურატურის მაღალჩინოსნებს: რამდენი ათასობით საქმე განიხილეთ და დღემდე იხილავთ 2012 წლამდე უკანონოდ, უსამართლოდ და ბევრიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და გაუბედურებული ადამიანებისას? ბევრი გინახავთ საქმე, სადაც ოჯახის წევრებიც კი ადებდნენ ხელს ერთმანეთს, ზოგი თავისუფლების, ზოგი სიცოცხლის სანაცვლოდ, გინახავთ შეთითხნილი ბრალდებებით, ცრუ დასმენებით ციხეში გამოკეტილი ადამიანები. ეს იყო საშინელება, ეს იყო უდიდესი ბოროტება, რომელსაც ქართველმა ხალხმა უთხრა - არა!ეს არა, მხოლოდ წარსულს არ ეხება. ეს - არა, ნიშნავს უარს და გაფრთხილებას - აღარასოდეს, არავინ არ უნდა გაბედოს ადამიანების დევნა, პოლიტიკური ნიშნით, ვიღაცის, თუნდაც სახელისუფლო ვერტიკალის მხრიდან, თორემ ისტორიას უყვარს გამეორებები!ალბათ შეამჩნევდით, რომ სტატუსების წევრისგან თავს ვიკავებ ამ ბოლო დროს, რადგან ჩემი, როგორც ადვოკატის პრეროგატივა სამართლებრივი დავაა, ჩემი ტრიბუნა სასამართლო სხდომის დარბაზია, მაგრამ ზოგჯერ მაინც გვიწევს განცხადებების გაკეთება, მით უფრო, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარია და მას მარტოს უწევს ბრძოლა მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს, მაგრამ სიმართლე მაინც მოდის, მოსდის ურმით, წვალებით, ოღროჩოღრო ბილიკებით, მაგრამ მაინც...ჩემი სტატუსი მიმართულია იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, ანალიზის უნარი აქვს და არ არის პოლიტიკურად არაჯანსაღად ანგარიჟებული (მადლობა უფალს, ასეთი ბევრია) და არა იმ ნაწილისთვის, რომელსაც აზრის გადმოცემა მხოლოდ გინებით, ქუჩური მეტყველებით ან სხვისგან ნაკარნახევი მესიჯბოქსებით შეუძლია, ვინც ფულზე იყიდება და სხვას ამუნათებს ამ დროს, ვინც ირაკლიზე „მეტად ერთგულია“ ბიძინა ივანიშვილს, ან კიდევ „ჩემზე მეტად მხარდამჭერია „ქართული ოცნების“. ასეთებთან კამათსაც კი არ აქვს აზრი და იცით რატომ? ადვოკატებმა არაერთხელ განვაცხადეთ და ახლაც დავწერ - ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან არათუ ზოდები, არამედ ერთი ოქროს ნივთიც კი არ ამოუღიათ, ერთი ძვირფასი ნივთიც კი! მაგრამ მაინც დარწმუნებით წერენ. ეს ნიშნავს, რომ ან გაიგეს, მაგრამ მაინც უნდა წერონ, რადგან ამაში ფულს უხდიან, ან წაკითხულისა და მოსმენილის გააზრების უნარი არ აქვთ! ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა”, - წერს გელაშვილი.

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.მისი თქმით, ამ პროცესში წამყვანი როლი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ჰქონდა დაკისრებული.„როდესაც მე იქ მუშაობა დავიწყე, თუ წელიწადში შემოდიოდა, (შევარდნაძის დროა ეს), ორი ან სამი საქმე, წლებთან ერთად და ჩემი იქ საქმიანობის ბოლო წლებში უკვე წელიწადში შემოდიოდა 400-მდე საქმე, თუ არ ჩავთვლით აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელთა საქართველოს წინააღმდეგ შემოტანასაც ორგანიზება გაუწია რუსეთის ფედერაციამ, სხვათა შორის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითა და ხელშეწყობით. ეს ცალსახად უნდა ითქვას, მათ შორის იყო, მაგალითად, საია, რომელიც რუსეთს ეხმარებოდა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, ქალბატონი ანა დოლიძე, მაგრამ არა მხოლოდ ის. რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც, მაგრამ წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, საია-ს ეკისრა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ეს ერი სხვაგანაა საერთოდ… სხვა საუკუნეშიც. როგორ ზრდიან იაპონიაში დამოუკიდებელ ბავშვებს

ეს ერი სხვაგანაა საერთოდ... სხვა საუკუნეშიც. როგორ ზრდიან იაპონიაში დამოუკიდებელ ბავშვებს: უხილავი მხარდაჭერის სისტემა იაპონიის ქუჩებში ხშირად შეხვდებით სურათს, რომელმაც შეიზლება გაგაოცოთ: 6-7 წლის პირველკლასელები, რომელთაც ზურგზე დიდრონი ტრადიციული ჩანთები (Randoseru) ჰკიდიათ, სრულიად მარტო გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით მიდიან სკოლისკენ. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება მშობლების მხრიდან გულგრილობად ან ზედმეტ რისკად მოგვეჩვენოს, თუმცა რეალობა სრულიად საპირისპიროა. ეს არის საზოგადოების, ოჯახისა და ქალაქის იდეალურად აწყობილი თანამშრომლობა, რომლის მთავარი მიზანიც პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდაა. სანამ ბავშვი პირველად წავა სკოლაში მარტო, მშობლები მასთან ერთად კვირების განმავლობაში გადიან სასკოლო მარშრუტს. ისინი დეტალურად უხსნიან შუქნიშნის წესებს, სახიფათო მოსახვევებსა და უსაფრთხო ადგილებს. ამასთანავე, მოქმედებს უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვანი მექანიზმი: ადგილობრივი მაღაზიის პერსონალი, მეზობლები და ხანდაზმული მოხალისეები (Mamoritai) ყოველი დილის საათებში ქუჩებში დგანან, რათა თვალი ადევნონ პატარებს. ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან მცირე ჯგუფებად, სადაც უფროსკლასელები ლიდერობენ და უმცროსებს გზის უსაფრთხოდ გადაჭრაში ეხმარებიან. პირველკლასელებს ახურავთ მკვეთრი ყვითელი ქუდები ან აქვთ ჩანთის დამცავები, რაც მძღოლებს შორიდანვე ანიშნებს, რომ გზაზე გამოუცდელი ქვეითია. ბავშვი მიდის მარტო, მაგრამ მის გარშემო არსებობს მხარდაჭერის უხილავი სისტემა. იაპონურ კულტურაში ეს დამოუკიდებლობის აღზრდის ნაწილად ითვლება. ბავშვი სწავლობს პასუხისმგებლობის აღებას პატარა ყოველდღიურ მარშრუტზე: დროულად გამოსვლას, ყურადღების არგაფანტვას, წესების დაცვას, გზაზე ყურადღებით ყოფნას. ამიტომ ეს ტრადიცია უფროსების უგულებელყოფაზე არ მიუთითებს. პირიქით: უფროსები წინასწარ ქმნიან პირობებს, რომლებშიც ბავშვს შეუძლია თავად გაართვას თავი. ისინი ყველაფერს მის ნაცვლად არ აკეთებენ, მაგრამ არც დახმარების გარეშე ტოვებენ. ზოგჯერ ზრუნვა ნიშნავს არა ბავშვისთვის ბოლოწუთამდე ხელის ჩაკიდებას, არამედ იმის სწავლებას, რომ მან თავად იაროს. იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც ბავშვის მოტაცების ან ქუჩური დანაშაულის რისკი მინიმალურია. იაპონური მიდგომა გვახსენებს, რომ ნამდვილი ზრუნვა ბავშვისთვის ხელის მუდმივად ჩაკიდება კი არ არის, არამედ ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც მას საკუთარი ნაბიჯების გადადგმის არ შეეშინდება.

რუსეთის საგარეო უწყება – ბუდაპეშტის რუსოფობიული ლობის მიმართ მკაცრი და მტკივნეული პასუხი იქნება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გამოეხმაურა. მარია ზახაროვა ბუდაპეშტის „რუსოფობიურ ლობს“ მტკივნეული პასუხის გაცემით დაემუქრა.„ბუდაპეშტის რუსოფობიული ლობის მიმართ მკაცრი და მტკივნეული პასუხი იქნება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.გამოცემა „ტასის“ ცნობით, რუსმა მაღალჩინოსანმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ უნგრეთიდან რუსეთის ათ დიპლომატს აძევებენ.ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ აღნიშნული რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს.

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა „გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით“, ორივე მათგანთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა "გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს.როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შუამდგომლობების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“, "გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის "ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნება დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.„საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად იგი როგორც მინისტრი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნით და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი - ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება შესთავაზა, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა მოითხოვა.მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისგან და უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან მეტი გარანტიები მოითხოვა, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ შესაბამისი მატერიალური სარგებელის მისთვისაც გადაცემა მოითხოვა და მსგავს საკითხებში შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა დაუდასტურა, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ - გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა - ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება. შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს.ზემოხსენებული შესყიდვების პარალელურად, შესაბამისი გარანტიების და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ვასილ მხეიძეს კი სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქრთამის აღებაში დახმარებას, სასჯელის სახით კი ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე წარადგენს შუამდგომლობებს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რაც გულისხმობს მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. შუამდგომლობების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნება დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე უკვე მსჯავრდებულები არიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელები", - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები