ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა

„დაიწყო წინასაარჩევნო მარათონი და, პარალელურად, დაიწყო რადიკალური ოპოზიციის პოპულისტი და მატყუარა ორატორების რეალური სახის კიდევ უფრო გამოაშკარავება. ალბათ, ნათელია რა იქნება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი მათგან. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელიც მათი მხრიდან უფრო ინტენსიური და ყოველდღიური გახდება. ეს რომ მხოლოდ უმადურობით მოსდიოდეთ, კიდევ კარგი იქნებოდა, მაგრამ მათ ტყუილი და დეზინფორმაცია მტრობის სტიმულირებისთვის სჭირდებათ და არა – უკეთესის მიღწევისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

 მისი თქმით, სახიფათო ტყუილია როდესაც ოპონენტები საუბრობენ რუსეთის სანქციებზე და პენსიების 1000 ლარამდე გაზრდაზე, რადგანაც მისი განცხადებით,  სანქციების შემოღების შემთხვევაში ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნება ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება და არათუ პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას, არამედ არსებული პენსიის დარიგებასაც ვერ მოახერხებენ. უარეს შემთხვევაში კი ეს იქნება უკრაინიზაციისკენ გზა და რეალობად იქცევა დანილოვის რეკომენდაცია – დედებისა და ბავშვების მსხვერპლად შეწირვის თაობაზე.

მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა გიორგი ვაშაძის მიერ გამოთქმულ დეზინფორმაციაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნიდან 800 000 მოქალაქე გავიდა და უკან არავინ დაბრუნებულა. „არადა, სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა – ნაცების დროს, მაშინ, როცა ვაშაძეც ამ მმართველობაში იყო, ქვეყნიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა 247 000 მოქალაქე. „ქართული ოცნების“ დროს კი 2400 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე – გავიდა. მინდა გითხრათ, რომ არ ვითვლი 2023 წლის მონაცემებს, როცა რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან ემიგრაციის ჭარბი შემოდინება შეინიშნებოდა, რომ ეს თემა სასპეკულაციოდ არ იქცეს“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი ბავშვების შიმშილობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. „ ბევრჯერ მოგისმენიათ უმძიმესი ტყუილი, რომ თითქოს ბავშვები საქართველოში შიმშილით იღუპებიან. თვითონ გაზომეთ ტყუილი – რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული? არც ერთი. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, მაგრამ UNICEF-სა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში 50%-ით არის შემცირებული. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 77 000 ბავშვი არასრულფასოვანი კვებით იკვებებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი ნახევარია, ანუ, დინამიკა პოზიტიურია. მაგრამ, ეს პრობლემა პრობლემად რჩება, ამას სჭირდება შრომა და არა – სპეკულაცია.  თუმცა, ეს პოზიტიური შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ყოველწლიურად, ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად (ჯანდაცვის ხარჯებს არ ვგულისხმობ მათზე), ნახევარ მილიარდზე მეტი იხარჯება. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეს ციფრი იყო – ნული“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკა გვარამია – ან ჩვენ დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, რაზეც ემიგრაციაში ცრემლებს ვაღვარღვარებთ

ან დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „მოკლედ, ან ჩვენ დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, რაზეც ემიგრაციაში ცრემლებს ვაღვარღვარებთ“, – დაწერა ნიკა გვარამიამ.

„შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება…მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა“ – „მოამბის“ პროდიუსერი მაია...

„შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება“, - ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა განაცხადა. მან ასევე განმარტა,  რომ თავისივე გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, უარი თქვა გამოშვების პროდიუსერბზე: „მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი "მოამბის" პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. რა არის ამის მიზეზი - ძალიან ბევრი საუბარია სხდომებზე იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ. თუკი ვინმე საინფორმაციო სამსახურში, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე მითხოვია ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ასეთ ადამიანს „მოამბის“ საინფორმაციო სამსახურში უბრალოდ ვერ ნახავთ. შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება, ოღონდ ჩვენთან კი არა, მე კი არ მეუბნებიან - იქნებ, ვიღებ შენიშვნას; პირდაპირ ჩადიან, კიბეებთან დგანან და მიტინგს მიმართავენ, ეს თუ თანამშრომლობის ფორმად გესხებათ, მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა და არაფერი,"- განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა.

საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელ გატეხილი ხალხი, სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს – ბუნებრივად „გაიჩითა“, რომ „ენჯეოშნიკობა“ ნიშნავს რაღაცა ტიპის...

„საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს," - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია youtube გადაცემაში საუბრობს. იაგო ხვიჩია საუბრობს, რას გულისხმობს ენჯეო, საიდან მოდის ის და რეალურად რა საქმიანობას ეწევა. „ენჯეო იგულისხმება, როგორც ამერიკელების, ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორების, რომელსაც ჩვენ რაღაც დახმარება ვთხოვეთ, გავლენის ინსტრუმენტები ქვეყანაში, რომ მათ რაღაც მათთვის სწორი იდეოლოგია გაავრცელონ საქართველოში. პოლიტიკურ-საქველმოქმედო, რომელსაც შენ ავრცელებ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური კულტურა დაბალია და ცივილიზაციის შეტანა გინდა. ზოგადად, იდეა შეიძლება კეთილშობილურია, მაგრამ საქართველოს რეალობაში, რაც ფიზიკურად მოხდა, საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს. შეიძლება თავიდან უკეთესი სელექცია იყო, მერე ვიღაცა პირობითად მიშამ წაიყვანა თავის დროზე ბიუროკრატიაში და.ა.შ. მიშამ დედა უტირა ენჯეოებს, თუ ვინმემ საბოლოო ჯამში საქართველოში დედა უტირა, ეგ იყო მიშა და მერე უკვე ქოცებმა ბოლომდე დედა უტირეს... ენჯეოში არასდროს არ ხდებოდა სწორი განახლება. საბოლოო ჯამში, გააერთიანა იმან, რომ დასავლეთიდან დონორები აფინანსებენ და ინგლისური იციან. ასეთი ტიპის სელექცია იყო. მაგრამ, ამას დაემატა ვიღაცა ლგბტ უფლებების დამცველი, საერთო შეხვედრები, საერთო კონფერენციები ა.შ. და უცბად „გაიჩითა“, რომ სხვა საზოგადოებაა, ის საზოგადოება, რომლის ნაწილი აღმოჩნდა ტელევიზიებში, ნაწილი პოლიტიკურ პარტიებში, ნაწილი სადღაც და აღმოჩნდა, რომ ესენი სარგებლობენ დასავლეთის მხარდაჭერით და დასავლეთი საკუთარი მძლავრი მხარდაჭერით, აცოცხლებს ხალხს, რომელიც არ არის შესაბამისი ქართული მენტალობისთვის და არც ამერიკულ მორალზე აქვთ მაღალი წარმოდგენა. ბუნებრივად „გაიჩითა“, რომ ენჯეოშნიკობა ნიშნავს რაღაცა ტიპის ტყუილს. სადღაც იტყუებიან, ან ანგარიშის შევსების დროს, გრანტებს რომ ავსებენ, ან ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პროცესში იტყუებიან. რაღაც თვალსაზრისით, შენ ხარ ტიპი, რომელსაც ვიღაცასთან დალაგებულია, რაღაცნაირად ფინანსდება და სულ იტყუება,“- ამბობს იაგო ხვიჩია.

„43 მილიონი დაუხარჯავთ და რანაირად მოახერხეს, რომ 1000 ლარიც არ დაგვახარჯეს ჩვენ“ – იაგო ხვიჩია USAID-ის შესახებ

„43 მილიონი დაუხარჯიათ და რანაირად მოახერხეს, რომ 1000 ლარიც არ დაგვახარჯეს ჩვენ“, - ეს განცხადება „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ USAID-ის შესახებ საუბრისას გააკეთა. საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც ცნობილია, რომ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი დონორის ბიუჯეტი დაახლოებით 43-მ მილიარდ დოლარს შეადგენს. „43 მილიონი დაუხარჯიათ და რანაირად მოახერხეს რომ 1000 ლარიც არ დაგვახარჯეს ჩვენ. მართლა ერთადერთი პრო ამერიკული პარტია ვიყავით, ბოლოს და ბოლოს წინასაარჩევნოდ ტრამპის ერთადერთი ღია მხარდამჭერები. ასეთი რა "იჩალიჩეს", რომ 43 მილიონი ისე დახარჯეს, კაპიკიც არ მოვიდა ჩვენამდე. რა კრიტერიუმებით ხდება ეს," - ამბობს იაგო ხვიჩია.

შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაახლოებით ათი ადამიანი დაიღუპა

შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაახლოებით ათი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის უფროსის განცხადებით, ყველა გარდაცვლილი შენობაში აღმოაჩინეს. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი მამაკაცი მარტო მოქმედებდა და, სავარაუდოდ, ისიც მსხვერპლთა შორისაა. პოლიცია ამჟამად დაღუპულთა იდენტიფიკაციაზე მუშაობს. ამ დროისთვის გამოძიება ტერორისტულ მოტივს გამორიცხავს. შემთხვევა სტოკჰოლიმიდან 200 კმ-ის დაშორებით, ორებროს დასახლებაში ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის მოხდა.

ბოლო სიახლეები