პარასკევი, დეკემბერი 26, 2025

სასამართლომ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

აქტივისტ ნატა ფერაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს. “ციხეში მიშვებენსასამართლომ დაადგინა”.

“სუფთა ფურცლების მოსამართლის ჩერბაკოვას ხელმოწერილი ოქმი მომიტანეს, ახლა მოვლენ და 5 დღით მივყავარ, თავისუფლების აღკვეთა გადაწყვიტეს იმ თავისი სტალინის საღებავის შესხმისთვის. […] ახლა ველოდები გადაყვანას. ვასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი, ამ ზომის გამოყენება მარაზმია”, – განაცხადა ნატა ფერაძემ “ფორმულასთან”.

ფერაძეს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. რომელთა განმარტებით, სასამართლომ ნატა ფერაძე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.

მომხდარი ფაქტის შემდეგ, “ალტ ინფოს” წარმომადგენლებმა  ნატა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. 

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. – სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული

მშვიდობის შენარჩუნება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საკვანძო ამოცანა და ისეთი პროცესები გამოვიარეთ, რომ ვფიქრობთ, 2026 წელს ვერავინ დაგვირღვევს მშვიდობას, ჩვენ მაქსიმალურად დავდგებით ამ ინტერესის სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობას მოაქვს განვითარება და კეთილდღეობა და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.„სადაც ეკონომიკა არის ძლიერი, ქვეყანა არის ყველაფერში ძლიერი, მათ შორის საგარეო ასპარეზზეც. შესაბამისად, მეტი კეთილდღეობა არის ის, რაც შეიძლება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას. მშვიდობა, კეთილდღეობა – ეს არის მთავარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.აკრძალული მედიკამენტები მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერებისას, გამოვლინდა. კერძოდ, საეჭვო შიგთავსის აღმოჩენის შემდეგ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც თელავივი - თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 3 ათასზე მეტი კაფსულა  აღმოაჩნდა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ირაკლი კობახიძე: როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა

როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაძლებელია, ბევრი რამ შეიცვალოს მომავალ წელს გლობალურად.„ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ორიენტირებულები ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძე – ბრალი აბსურდულია – დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე, ამ ჩვენებას ნორმალურ ქვეყანაში არა თუ სასამართლო, ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა

ბინების გაყიდვით, შევიძინე ბინა ესპანეთში. ამ ბინის საფასური კი დავფარე ორი ბინის რეალიზაციის შედეგად. ამის საფუძველზე ვარ დაკავებული,- ამის შესახებ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისფაქტზე ბრალდებულმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მისი თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი აბსურდულია, რომელსაც "ნორმალურ ქვეყანაში არ თუ სასამართლო, არამედ ბრალდების მხარეც არ გაიზიარებდა".„ბრალი, არ ვიცი, იმდენად აბსურდულია, თუმცა ის, რაც ბრალდებამ აღნიშნა არის ის, რომ ჩემი დაკავება მოხდა ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე. მგონია, რომ ამ ჩვენებას ნორმალურ ქვეყანაში არა თუ სასამართლო, არამედ ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა.მეორე მტკიცებულება იყო, რომ თითქოს უძრავი ქონება შევნიღბე რეალიზაციის მოტივით. რომელზეც მე თავად ვამბობ, რომ ამით არ შემიძენია-თქო. აცხადებენ, რომ ამ ბინის რეალიზაციიდან მიღებული ფული დავმალე, კიდევ ორი ბინის რეალიზაციიდან მიღებული ფულით. ეს ბინები კი ჩემს ოჯახს შეძენილი ჰქონდა 2014 წელსა და 2007 წელს. ორივე ბინა გასხვისდა, რომელიც ასევე დეკლარაციაშიც არის ასახული და ნასყიდობის ხელშეკრულებაც არსებობს და მფლობელიც ჰყავს. ამას აყენებენ ეჭვქვეშ.ამ ბინების გაყიდვით, შევიძინე ბინა ესპანეთში. ამ ბინის საფასური კი დავფარე ორი ბინის რეალიზაციის შედეგად. ამის საფუძველზე ვარ დაკავებული.კანონში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ წერია, რომ მე ვალდებული ვიყავი საანგარიშო პერიოდში- 2024 წელს, წარმომედგინა და მიმეთითებინა ამ პერიოდში გასავალ-შემოსავალი და დადებული ხელშეკრულებები. ესპანეთის ბინის ხელშეკრულება მე დავდე 2024 წელს, იმ დროს კი რეგისტრირებული არ იყო, როდესაც დეკლარაცია შევავსე. აი ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მედავებიან",- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.ასევე, ბრალდების მხარის მოთხოვნით გამოსაკვლევ მტკიცებულებებს კიდევ 7 კომპიუტერული დისკი დაერთო, სადაც ბრალდებულების კომუნიკაციაა ასახული. ასევე, გამოსაკითხ პირთა რაოდენობას, ექსპერტებიც დაემატნენ.ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

ბოლო სიახლეები