სასამართლომ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

Read Time:1 Minute, 4 Second

აქტივისტ ნატა ფერაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს. “ციხეში მიშვებენსასამართლომ დაადგინა”.

“სუფთა ფურცლების მოსამართლის ჩერბაკოვას ხელმოწერილი ოქმი მომიტანეს, ახლა მოვლენ და 5 დღით მივყავარ, თავისუფლების აღკვეთა გადაწყვიტეს იმ თავისი სტალინის საღებავის შესხმისთვის. […] ახლა ველოდები გადაყვანას. ვასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი, ამ ზომის გამოყენება მარაზმია”, – განაცხადა ნატა ფერაძემ “ფორმულასთან”.

ფერაძეს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. რომელთა განმარტებით, სასამართლომ ნატა ფერაძე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.

მომხდარი ფაქტის შემდეგ, “ალტ ინფოს” წარმომადგენლებმა  ნატა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. 

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. – სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ დაუშვილი – ჩვენთვის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, „ლელოც“, გვარამიაც, მელიაც „ნაციონალური მოძრაობაა“
Next post გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის შემდეგ ყოველ წელს გვიანონსებდა რიგგარეშე არჩევნებს, იმავეს გააკეთებს 27 ოქტომბრიდან, არჩევნებს ჩავატარებთ 2028 წელს, ოღონდ მათ გარეშე