ემანუელ მაკრონი – ევროპამ კრიზისის პირობებში, წესები უნდა შეცვალოს, უფრო მარტივი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა უნდა გვქონდეს
ევროპამ „ფერმერთა კრიზისის“ პირობებში წესები უნდა შეცვალოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ევროპაში სასოფლო-სამეურნეო კრიზისს განვიცდით და ეს უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ჰოლანდიაში, გერმანიაში, ბელგიაში, რუმინეთში, პოლონეთში, საფრანგეთში – ყველგან ვხედავთ ოპოზიციური მოძრაობების მნიშვნელოვან ზრდას. ომი აქ არის, სამყარო იცვლება, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო მარტივი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.
„მე უბრალოდ, წინააღმდეგი ვარ თავისუფალი ვაჭრობის, როგორი ფორმითაც ჩვენ ამას ვაკეთებდით 90-იან წლებში. ეს არის ზუსტად მერკოსურის მოდელი. ევროპული ბაზარი მნიშვნელოვან დესტაბილიზაციას ახდენს ჩვენი პროდუქციის ფასებზე და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ქმნის“, – აღნიშნა მაკრონმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ჯარში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს. კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ...
24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის! – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა. 44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში...
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...