პარასკევი, მარტი 14, 2025

„საბურთალომ“ წელი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

„საბურთალომ“ 2024 წლის პირველი ამხანაგური შეხვედრა „ვიტ ჯორჯიასთან“ გამართა და 5:0 გაიმარჯვა.

„ბენდელას“ სტადიონზე ჩატარებულ მატჩში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, გიორგი ომარაშვილმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი თავი გივი ხაჩიძემ და 18 წლის გიორგი ჩაჩუამ გამოიჩინეს.

„საბურთალო“ (პირველი ტაიმი): კურტანიძე, კომახიძე, ჯგერენაია, ჩადუნელი, კაპანაძე, ქარდავა, შ. ნონიკაშვილი, კოხრეიძე, მამაცაშვილი, სილა, გ.მამაგეიშვილი.

მეორე ტაიმი: კურტანიძე, ჭანტურია, ნარიმანიძე, კაკულია, გოგსაძე, გაფრინდაშვილი, დადიანი, ომარაშვილი, ხაჩიძე, სიხარულიძე, ჩაჩუა.

31 იანვარს გუნდი თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ცნობილი გახდა, რომ ახალი სეზონიდან „საბურთალოს“ საშინაო არენა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი იქნება.

ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის პირველი ტურის შეხვედრას თბილისელები „პეტრო არენაზე“ „თელავის“ წინააღმდეგ 2 მარტს გამართავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იაგო ხვიჩია – ნაკლებად მჯერა სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე

ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ „ქარტიამ“ გააერთიანა ეს ხალხი, შემდეგ კი, სალომე ზურაბიშვილის და მისი მეგობრების მეცადინეობით, ერთობლივად უარი თქვეს პარლამენტზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ხვიჩიას თქმით, პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ, უბრალოდ, არ აქვთ.„არ ვიცი, მეტი გაერთიანება რა უნდა იყოს, მაგრამ მივესალმები ქართული ოპოზიციის, „ნაცური“ ოპოზიციის გაერთიანებას ერთად, რადგან ნაკლებად დააბნევენ ამით ხალხს. ქალბატონი სალომეც თუ ამაში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კარგი, კიდევ უკეთესი იქნება, თუ დაარწმუნებს ამ ძვირფას ოპოზიციონერებს იმაში, რომ საერთოდ არცერთ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. მგონი, მათთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც უკეთესი იქნება ასე. პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ, უბრალოდ, არ აქვთ. რაც შეეხება იმას, ლიდერი ვინ იქნება, ამ შემთხვევაში ხაზარაძე ჯიბეზე ხელს თუ გაიკრავს, ფული მოაგვარებს ამ პრობლემას, ქალბატონი სალომეს ლიდერობის მე ნაკლებად მჯერა. უფრო მგონია, ხაზარაძეს ვინაიდან ფული აქვს, ის იჩალიჩებს ლიდერობაზე. ვნახოთ, რა გამოვა. მე თანახმა ვარ, ვინც გინდა, ის იყოს ლიდერი, ეს ხალხი თუ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ერთმანეთს ულიდერონ და თუ უნდათ, გააჭენონ ერთმანეთი. არანაირი პრობლემა არ არის“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

პეტრე ცისკარიშვილი – მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, რატომ გადმოკვეთე საზღვარი, რატომ ხარ საქართველოშიო, თუ მისი გამოშვება მოუწევთ, არ უნდათ, რომ აქ იყოს, რადგან ყველაზე მეტად...

მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, რატომ გადმოკვეთე საზღვარი, რატომ ხარ საქართველოშიო. თუ მისი გამოშვება მოუწევთ, არ უნდათ, რომ აქ იყოს, რადგან ყველაზე მეტად მისი ეშინიათ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმე.„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმე, რადგან თვითმარქვია რეჟიმმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გააქცია ამ ქვეყნიდან სიღარიბის, უიმედობისა და უპერსპექტივობის გამო. უამრავი მათგანი, მათ შორის შეერთებულ შტატებში შეიპარა, ერთ კვირაში კი ყველანი თავისუფლები იყვნენ. იმ ქვეყნებმა მიიღეს, ჩაიბარეს ეს ადამიანები, როგორც დევნილები. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ტიპის დანაშაულიც არის საზღვრის კვეთა, განსაკუთრებით ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც ასე შევიდნენ სხვა ქვეყნებში, რადგან გაექცნენ აქაურ რეჟიმს და საკუთარ სახელმწიფოში უპერსპექტივობას. ახლა კი მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც შექმნა ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი, ედავებიან, რატომ გადმოკვეთე საზღვარი და რატომ ხარ საქართველოშიო, ამისთვის აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე. ამ რეჟიმის მთავარი მიზანია, თუ პოლიტიკური იძულების გამო მოუწევთ მისი გამოშვება, არ უნდათ, რომ იყოს საქართველოში, რადგან ამ რეჟიმს ყველაზე მეტად მისი ეშინია“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

რატი იონათამიშვილი – ოპოზიციის კონფიგურაციას საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი უკვე დამარცხებული არიან

ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არც საკუთარი აზრი გააჩნია და ყველაფერი იმდენად არის ერთმანეთში არეული, რომ მათ კონფიგურაციას საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიცია უკვე დამარცხებულია.„ისინი ერთადაც და ცალ-ცალკეც იქნებიან უკვე ძალიან დამარცხებული, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მხრიდან. რა თქმა უნდა, ვერდიქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მათ წინააღმდეგ გამოიტანა გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ეს ადამიანები არიან მარიონეტები, რომლებიც საკუთარი პატრონების დავალებით მოქმედებენ. ამ მოქმედებაში საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ინტერესები და არც საკუთარი მხარდამჭერების პოზიციები, მხარდამჭერების, რომლებიც მათთვის თითქმის აღარც არსებობენ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც არანაირ ნდობას და მხარდაჭერას არ იმსახურებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ალექსანდრე იაშვილი – სომხეთთან რთული მატჩები გველის და „დინამო არენაზე“ დაბრუნება ძალიან ბევრს ნიშნავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა და „დინამო არენაზე“ დაბრუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„მარტის თამაშები მნიშვნელოვანია, რადგან გვსურს, B დივიზიონში დავრჩეთ. სომხეთის ნაკრების სახით ძლიერი მეტოქე გვყავს და რთულ თამაშებს ველით. ჩვენთვის „დინამო არენაზე“ თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს, სადაც საბერძნეთთან მოგებული შეხვედრის შემდეგ პირველად ვითამაშებთ.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელები ერთმანთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. გაიხსენეთ, 2023 წელს, შოტლანდიასთან ეროვნული ნაკრების მატჩის მეორე დღეს ცხრა მოთამაშე ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშა. იმის თქმა მსურს, რომ  21-წლამდელთა გუნდი სანაკრებო სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურდება. 20 მარტს შეხვედრა ერევანში გაიმართება, ხოლო 23-ში – თბილისში. მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ცხრა წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9-წლიანი აღმშენებლობისთვის

სულ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე ცხრა წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9-წლიანი აღმშენებლობისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.მისივე შეფასებით, სააკაშვილის მიმართ სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს.„ორშაბათს გამოცხადდება უკვე მეორე გადაწყვეტილებაც და, რა თქმა უნდა, აქაც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან მან არ დათმო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. მან შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მაგალითი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ პუტინის რუსეთისთვის, რაც მისთვის იყო უდიდესი საფრთხე როგორც სამეზობლო პოლიტიკისთვის, ისე შიდა პოლიტიკისთვის და ეს არის რეალურად ის ბრალი, რასაც ივანიშვილი უყენებს პუტინის საამებლად მიხეილ სააკაშვილს და უკვე მეოთხე წელია, უკანონო და უსამართლო პატიმრობაში იმყოფება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოლო სიახლეები